შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის სტატუსის მფლობელი ქალების შესახებ სერიალის გადაღებები დაანონსდა. პროექტს ამერიკული სატელევიზიო ქსელი -Showtime ამზადებს. The First Lady/პირველი ლედი – ასე ჰქვია სერიალს, რომლის შესახებ ჯერ ბევრი რამ არის უცნობი. თუმცა, უკვე ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მიშელ ობამა იქნება და მის როლს ვაიოლა დევისი შეასრულებს.

სიუჟეტი ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტის მეუღლეების პირად და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ფოკუსირდება. ეს იქნება ანთოლოგია, რომელშიც ბეტი ფორდის, ელეონორა რუზველტის და სხვა ქარიზმატული ქალების ისტორიას ვიხილავთ. პრემიერისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. აღსანიშნავია, რომ მიშელ ობამას პერსონაჟი ეკრანზე ადრეც ვიხილეთ – 2016 წელს, გამოვიდა ფილმი სახელწოდებით Southside With You, რომელიც ბარაკ ობამას და მისი მომავალი მეუღლის გაცნობის ამბის მხატვრული ინტერპრეტაცია იყო.