საუკუნოვანი ისტორია, ხარისხი და მუდმივი ინოვაცია – TOUS სამკაულებისა და აქსესუარების მოყვარულებს კრეატიულ და ტრენდულ კოლექციებს 1920 წლიდან სთავაზობს. ეს არის ბრენდი, რომელსაც 40-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, უყვართ და ენდობიან. წელს კი, ქართველი მომხმარებელიც შეუერთდება მათ რიგებს.

31 იანვარს, თბილისში, საბურთალოს “სითი მოლში” TOUS-ის პირველი ქართული კონცეპტ მაღაზია გაიხსნა. მაღაზია აერთიანებს ბრენდის მრავალფეროვან კოლექციებს. იქ დაგხვდებათ, როგორც ძვირფასი სამკაულები, აგრეთვე ჩანთები, საფულეები, შარფები და რა თქმა უნდა, საათებიც. აღსანიშნავია, რომ TOUS-ს საქართველოში საათებისა და სამკაულების ყველასთვის საყვარელი და სანდო მაღაზიათა ქსელი TI’ME წარმოადგენს. “ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ TOUS-ის სახით, ქართველი მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურად შეგვეთავაზებინა ესპანური ხელნაკეთი მაღალი ხარისხის სამკაულები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს არ ყოფილიყო მულტიბრენდული მაღაზიის ნაწილი და ცალკე წარმოგვედგინა კონცეპტუალური მაღაზიის სახით.” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბრენდის წარმომადგენელმა TOUS-ის პირველი მაღაზიის გახსნაზე.

გახსნითმა საღამომ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, ბრენდის წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებსა და მომხმარებლებს ბრენდის მოკლე ისტორია გააცნეს და საინტერესო სიურპრიზებიც შესთავაზეს. მაღაზიის ინტერიერში დახვეწილი და რომანტიკული დეტალები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. 14 თებერვალი, სიყვარულის დღე ახლოვდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაღლებული განწყობა TOUS -ის პირველ ქართულ კონცეპტ სივრცეში უკვე იგრძნობა.

მაღაზიაში წარმოდგენილ კოლექციაში, რა თქმა უნდა, მომენტალურ ყურადღებას იქცევს TOUS-ის ნიშური დეტალები, საუბარია ბრენდის ხელწერად ქცეულ ე.წ. “დათუნიებზე”, რომლებსაც შეხვდებით, როგორც სამკაულებზე, აგრეთვე ჩანთებზე, საფულეებსა და შარფებზე. 

მიუხედავად იმისა, რომ TOUS-ის კოლექციები ფერადოვანი და თვალისმომჭრელი დეტალებით გამოირჩევა და ყოველდღიურ სტილს იდეალურად ამშვენებს, ბრენდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ელეგანტური და კლასიკური დიზაინია. რაც გასაკვირი არ არის, როცა საუკუნოვანი ისტორიისა და წარმატების მქონე ბრენდზე ვყვებით. ხარისხთან ერთად, სწორედ ეს ხდის TOUS-ის სამკაულებს ამდენად პოპულარულს. Ბრენდის კოლექციებში გათვალისწინებულია მომხმარებლის მრავალფეროვოვანი ინტერესები, გემოვნება და ცხოვრების სტილი. მრავალფეროვნება გამოხატულია ძვირფას თვლებშიც. TOUS აერთიანებს, ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტის სამკაულებს.

ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად და არა მხოლოდ, ახლა საუკეთესო დროა ესტუმროთ “სითი მოლში” მდებარე TOUS-ის მაღაზიას და გაეცნოთ ესპანურ ბრენდს, რომელიც განსაკუთრებულ და სიმბოლურ ადგილს დაიკავებს ძვირფასი სამკაულებისა და აქსესუარების არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანის კოლექციაში.

გამოიწერეთ TOUS -ის ოფიციალური არხები და ადევნეთ თვალი სიახლეებს:

FB: TOUS Georgia

IG: TOUS Georgia