ქალების უმრავლესობას გვიყვარს გრძნობა, რომელიც სილამაზის სალონში ვიზიტის შემდეგ გვეუფლება. ეს გამოცდილება ძლიერ არის დაკავშირებული არა მხოლოდ ვიზუალური მხარის გაუმჯობესებასთან, არამედ განტვირთვასთან და დროის სასიამოვნოდ გატარებასთან, თუმცა მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცალსახაა, როცა საქმე სილამაზესა და თავის მოვლას ეხება, სწორი ყოველდღიური რუტინა ქმნის ხანგრძლივ შედეგს, რომელიც არა გარკვეულ პერიოდებში ერთხელ, არამედ სულ შესამჩნევია. ამასთან ერთად, თუ თანამედროვე ცხოვრების ტემპსა და ხარჯებსაც გათვალისწინებთ, სახლის პირობებში სრულყო საკუთარი სილამაზის რუტინა, რა თქმა უნდა, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.
ასე რომ თუ გსურთ, რომ სახლიდან გაუსვლელად მშვენიერი და მოვლილი თმა გქონდეთ, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ თქვენთვის სასურველი ვარცხნილობა თავად გაიკეთოთ, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს Profbeauty-ის მრავალფეროვანი კატალოგიდან, რომლებიც სალონის ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ. Profbeauty-ის ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს, ეს არის კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა, როცა ადგილობრივი ბაზრის გამრავალფეროვნება მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბრედებით გადაწყვიტა.
როცა ნებისმიერი, ტრენდული თუ კლასიკად ქცეული, ვარცხნილობის გაკეთებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველაფერი იწყება ისეთი საბაზისო პროდუქტით, როგორიცაა შამპუნი. არ აქვს მნიშვნელობა სწორი თმა გაქვთ, ტალღოვანი თუ ხვეული, სილამაზე რა თქმა უნდა ყველა მათგანშია, მთავარია სწორად შევარჩიოთ პროდუქტი. ასე მაგალითად, ითვლება, რომ სწორი თმის მოვლა და მისგან სასურველი ვარცხნილობის მიღება უფრო მარტივია, თუმცა ამ ტიპის თმა, ხშირ შემთხვევებში, ბუნებრივად ცხიმიანობისკენაა მიდრეკილი და უფრო თხელი სტრუქტურით ხასიათდება. It’s a 10 Miracle -ის დამატენიანებელი შამპუნი თმის ღერს სიძლიერეს და ბუნებრივ ბზინვარებას მატებს. შამპუნის მსუბუქი ტექსტურა იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვისაც კი, ჭარბი ცხიმიანობის შემთხვევაში.

ხვეული თმისთვის LEONOR GREYL -ის მოცულობის შამპუნს გამოვარჩევთ, რომელიც განკუთვნილია ტალღოვანი და ხვეული თმისთვის. შამპუნი აუმჯობესებს ხვეული თმის ხარისხს, ნაზად ასუფთავებს, ამცირებს ცვენას და რაც კარგი ვარცხნილობისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია – ანიჭებს თმას დეფინიციას.

როცა ჯანსაღ თმაზე და სტაილინგზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რუტინაში გვქონდეს მაღალი ტემპერატურისგან დამცავი ვარცხნილობის სპრეი. Leonor Greyl-ის თერმო დამცავი სპრეი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ფენის გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანისგან თმის დასაცავად.

ე.წ. სალონის ეფექტი სიგლუვისა და ბზინვარების გარეშე წარმოუდგენელია. it’s a 10 Silk Express – ბალმი სიგლუვისთვის სწორედ ის პროდუქტია, რომლის თქვენ ყოველდღიურ რუტინაში არსებობა, სალონის გლუვ ეფექტს სახლიდან გაუსვლელად მოგანიჭებთ. ბალმი არ საჭიროებს ჩამობანვას და თანაბრად ეფექტურია, როგორც შამპუნის, აგრეთვე კონდიციონერის გამოყენების შემოდგომ წასმის შემთხვევაში. ის დაგეხმარებათ გადაჭრათ ისეთი ჩივილები, როგორებიცაა: აბურდული, მოუწესრიგებელი და უხეში თმა.

ბალმთან ერთად, It’s a 10-ის Miracle სტაილინგ შრატი არის ის პროდუქტი, რომელიც თქვენ თმას ბზინვარებასა და ელასტიურობას შემატებს, დაიცავს, დაარბილებს და შედეგად, ის გახდება არა მხოლოდ უფრო მიმზიდველი ვიზუალურად, არამედ მეტად დამყოლი ვარცხნილობისთვის ფორმის მისაცემად.

თხელი და დაზიანებული თმის შემთხვევაში, გირჩევთ, რომ გაამდიდროთ თქვენი თმის მოვლის რუტინა BIOTOP 20 მოცულობის თმის კრემით, რომელსაც ერთგვარი გამასქელებელი ეფექტი აქვს და თმის ღერს უფრო ჯანსაღ, მოცულობით იერს მატებს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დაზიანებული თმის შემთხვევაში, აუცილებელია ჩვენს რუტინაში შევიტანოთ მაღალი ხარისხის აღმდგენი პროდუქტები, მაგალითად ნიღაბი, რომელიც ღრმად აღწევს თმის შიდა ფენებში.

K18-ის აღმდგენი leave-in ნიღაბი ერთ-ერთი გამორჩეულია სილამაზისა და თმის მოვლის თანამედროვე ბაზარზე. პროდუქტს აქვს სამკურნალო ეფექტი, კურნავს თმის შეღებვისგან, ხშირი დასწორებისგან, დახვევისგან თუ ზაფხულის ულტრაისფერი სხივებისგან დაზიანებულ თმას. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ნიღაბის ეფექტური ფორმულა მოქმედებას იწყებს მისი გამოყენებიდან 4 წუთში.

Profbeauty-ის კატალოგი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათ მაღაზიებსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიდევ არაერთ მაღალი ხარისხის პროდუქტს აღმოაჩენთ, სპეციალურად თქვენ საჭიროებებზე მორგებულს. მთავარია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ვარცხნილობა და სტილი, რომელსაც თქვენ საყვარელ ვარსკვლავსა თუ ინფლუენსერზე ხედავთ და მოგწონთ, მიიღწევა, პირველ რიგში, კარგი ყოველდღიური რუტინით და მხოლოდ ამის შემდეგ- ელექტრონული ხელსაწყოთი.