21-დან 23 ივნისის ჩათვლით Tbilisi Open Air გაიმართა. Aurora, M.I.A., La Femme, The Tiger Lilies იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მსმენელთა წინაშე სამი დღის განმავლობაში წარდგნენ. გარდა უცხოელი შემსრულებლებისა, Lisi Wonderland-ის ტერიოტორიაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ტრადიციულად ქართველ არტისტებს და ბენდებსაც მოუსმინა, მათ შორის: Mokumoku-ს, Psychonaut 4-ს, Circus Mircus-ს.

ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი უკვე მე-15 წელია ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებს თავს ერთ სივრცეში უყრის და რამდენიმე დღის განმავლობაში მათთვის დაუვიწყარ გარემოს ქმნის. როგორც ფესტივალებს შეეფერება, ღონისძიების სტუმრებმა თავიანთი ჩაცმულობით, თმის სტილითა და მაკიაჟით ამჯერადაც გამოხატეს თავისუფალი, ლაღი და ამაღლებული განწყობა და საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოავლინეს.

Tbilisi Open Air 2024-ის სტუმრები

ფოტოები: Tbilisi Open Air