თანამედროვე ხელოვნებაში ტექნოლოგიის ინტეგრირებამ კრეატიული იდეების გამოხატვა მრავალმხრივი გზებით გახადა შესაძლებელი. ანდრეს რაისინგერი 32 წლის არტისტია, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ციფრულ ხელოვნებაში ახალი ჟანრი დაამკვიდრა. მან რეალობისა და წარმოსახვის სინთეზით ახალი სამყარო შექმნა. რაისინგერის ხელწერა ძალიან დამახასიათებელია – საოცრად სუფთა ესთეტიკითა და სრულყოფილი გამოსახულებებით გამოირჩევა. ის მრავალი მედიუმის ელემენტებს აერთიანებს – ფოტოგრაფიას, არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს. რაისინგერის ნამუშევრები ის შემთხვევაა, როცა ყურებაც კი დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებს და ეს იმდენად იქცევს ყურადღებას, რომ მის მიღმა არსებულ იდეას დიდად აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან იდეალურ სამყაროს ხედავ.

Andrés Reisinger

რაისინგერის შემოქმედება სიურრეალისტურია და ამავდროულად რეალობასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ყველა დეტალი ჩვენი ყოველდღიურობიდან არის ნაცნობი, თუმცა, ისინი გამოიყურება ისე, როგორც ყველაზე ტკბილ სიზმრებსა და სასიამოვნო წარმოსახვაში. ნამუშევრებში გვხვდება რეალური ობიექტები სიურრეალისტურ გარემოში და პირიქით – წარმოსახვითი ობიექტები, რეალურ გარემოში. არტისტის შემოქმედებაში პასტელური და განსაკუთრებით პასტელური ვარდისფერი ტონალობები დომინირებს. 2018 წელს ანდრეს რაისინგერმა ბარსელონაში თავისი სტუდია დააფუძნა და მას შემდეგ არაერთ ცნობილ კომპანიასთან ითანამშრომლა. არტისტის თქმით, მას სურდა საკუთარი სამყარო შეექმნა და ეს თავისებურად, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გაეკეთებინა.


რაისინგერი თემატური პროექტებითაც არის ცნობილი – ახლახან, მან აუდიტორიას ცნობილი ქალაქების ალტერნატიული იერსახის ამსახველი ვიზუალური გამოსახულებები წარუდგინა. მიუხედავად დიდი კონტრასტისა, ნამუშევრებმა აბსტრაქტული დეტალები ურბანულ გარემოსთან იმდენად ჰარმონიულად გააერთიანა, რომ ნანახი რეალური ფოტო მასალაც კი გეგონებათ.

ანდრეს რაისინგერი თავის ნამუშევრებს აღწერს, როგორც ვიზუალიზაციას უჩვეულო გრძნობისა, როცა ძნელია გაარჩიო ფიზიკური სივრცე ციფრულისგან, რეალური – ფანტაზიისგან. როგორც არტისტი განმარტავს, მისთვის ციფრული სამყარო ადამიანების ფიზიკური გამოცდილების გაფართოებაა.

Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger
Andrés Reisinger