ახალი წლის მოახლოება ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობასთან არის დაკავშირებული და ეს განწყობა ყველა დეტალში იგრძნობა. ეს ის დროა, როცა ვაწყობთ გეგმებს, ვისახავთ მიზნებს, თუმცა საახალწლო დღესასწაულის ყველაზე სასიამოვნო პროცესი საჩუქრების ტრადიციას უკავშირდება, რომლებსაც საყვარელი ადამიანების, ან სულაც  საკუთარი თავისათვის ვარჩევთ. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისთვისაც საახალწლო საჩუქარს  განსაკუთრებული ემოციური, თუ სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაშინ ამ სტატიას უნდა გაეცნოთ, რომელშიც მაღაზია New Trend-ის სიახლეების შესახებ გიყვებით. 

სანამ სივრცის საახალწლო კოლექციებსა და შეთავაზებებზე გიამბობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ რამდენად გამორჩეული კონცეფციის მატარებელია ეს სივრცე. დაახლოებით ერთი წელია რაც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 46 ნომერში, New Trend-ის სახით, სრულიად ახალი სავაჭრო სივრცე გაჩნდა. New Trend – ეს არის Department Store-ის ტიპის მაღაზია, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ვწერდით. პროექტის პრეზენტაციისას, სივრცის დამფუძნებლები ამბობდნენ, რომ მათი მიზანი თბილისში სრულიად ახალი საშოპინგო გამოცდილების დამკვიდრებაა. New Trend-ის შემქმნელების ხედვით, მაღაზიის, როგორც ბრენდის უპირველესი პრიორიტეტი ხარისხი და თანამედროვე მოდის ტენდენციების მომხმარებლისათვის გაზიარება  იყო. ამ ერთი წლის განმავლობაში ეს გეგმები და მოლოდინები გამართლდა და New Trend მოდის მოყვარულთათვის საუკეთესო მიმართულებად იქცა, სადაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი მისთვის საინტერესო შენაძენს აღმოაჩენს. 

მიუხედავად იმისა, რომ New Trend, როგორც მაღაზიის ბრენდი, 25 წელია არსებობს, განახლებული კონცეფციის სივრცისათვის ეს ახალი წელი პირველი სადღესასწაულო პერიოდია. სწორედ ამიტომ,  შემოქმედებითმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლისათვის საახალწლო ვიდეო შეეთავაზებინა, რომელიც მაღაზიის სივრცეში შექმნილ საზეიმო განწყობას და სადღესასწაულო სეზონისათვის განკუთვნილი კოლექციების ესთეტიკას კარგად გადმოსცემს. 

New Trend-ის Department Store-ში უამრავ უნიკალურ ნივთს აღმოაჩენთ.  MM6 MAISON MARGIELA, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, PLAY CDG , AMI PARIS ,COPERNI, MARNI , JW ANDERSON, R13 , DSQUARED, MSGM, SPORTMAX, ELEVENTY, JACOB COHEN , ZADIG & VOLTAIRE, EMPORIO ARMANI  – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა უახლესი კოლექციების შეძენა,  ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა, თუ პარიზის მოდის კვირეულებიდან, პირდაპირ New Trend-ის სივრცეში არის შესაძლებელი. 

New Trend მოხმარებულს სადღესასწაულო პერიოდში უამრავ სიახლეს სთავაზობს. კოლექციებს დაემატა ევროპელი დიზაინერების მიერ შექმნილი საახალწლო დეკორი და ნაძვის ხის შუშის სათამაშოები. აქ ასევე შეხვდებით  სახლის, თუ სხვადასხვა ინტერიერისათვის განკუთვნილი დიზაინერული ნივთების დიდ სელექციას, რომლებიც საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  მომხმარებლის კომფორტი და საშოპინგო გამოცდილება მაღაზიის საერთო კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, საახალწლო განწყობის შესაქმნელად New trend-ის შიდა დეკორი საგანგებოდ მომზადდა. სადღესასწაულო ინტერიერში გამოყენებულ ილუსტრაციებზე  მხატვარმა ვატო მესხმა იმუშავა. 

განახლებადი კოლექციებით, ახალ მოდის სახლებთან თანამშრომლობით, მომხმარებელთან მუდმივი უკუკავშირით და განვითარების ხედვით, New Trend მომხმარებლის მეგობარ ბრენდად იქცა. ყველა დეტალის გათვალისწინებით,  საახალწლო სამზადისისას, ამ მაღაზიაში სტუმრობა ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა. 

New Trend-ის კოლექციებს შეგიძლიათ გაეცნოთ მაღაზიის Facebook-სა და Instagram-ზე, ან ეწვიოთ ფიზიკურ სივრცეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 46 ნომერში.