ბარბადოსელი მომღერლის და ფრანგული კონგლომერატის ახალი პროექტის შესახებ ჭორები იანვარში გავრცელდა.გუშინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოცემები BOF და Guardian იუწყებიან, რომ რიანას და ელვიემეიჩის ახალ პროექტს ლაუდ ფრანსი ერქმევა. მომღერლის გულშემატკივრებისთვის სახელი უცხო არ არის, რადგან ლაუდი რიანას მეხუთე ალბომია. ბრენდის ინვესტიციად 60 მილიონი ევრო დასახელდა, რომელსაც LVMH და რიანა გაიყოფენ. მომღერალი ბრენდის 49.9%-ის მფლობელი იქნება.
2017 წლის დასაწყისში ფრანგულმა კონგლომერატმა რიანას კოსმეტიკურ ბრენდში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რამაც გაამართლა. Fenty Beauty მხოლოდ 2 წელში 500 მილიონიან ბრენდად იქცა. წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, LVMH-ში იმედი აქვთ, რომ ახალი და უფრო მსხვილი ინვესტიციაც მომგებიანი იქნება. თუ ჭორებს დავუჯერებთ, რიანას ახალი ალბომი და ბრენდი დღის სინათლეს ერთდროულად იხილავს.