სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი სფეროა, სადაც ტრენდები წლიდან წლამდე იცვლება და ეხმიანება, როგორც ახალი ტექნოლოგიებს, ისე კულტურულ ცვლილებებსა და მოვლენებს. კანის მოვლის ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ 2026 შესაძლოა გახდეს გარდამტახი წელიწადი, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ველოდოთ უფრო მარტივ, მინიმალისტურ რუტინებს, რომლებიც მუშაობენ უჯრედულ დონეზე, კანის ფუნქციის აღსადგენად და არა პრობლემების ხანმოკლე  დაფარვისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  2026 წლის მთავარი ტრენდი არის მინიმალიზმი, ან ე.წ. “Skinimalism”, რომელიც არ საჭიროებს 10 ნაბიჯიან ყოველდღიურ რუტინას. კანის ზედმეტმა დატვირთვამ ძალიან ბევრი აქტიური ინგრედიენტით შეიძლება გამოიწვიოს უკურეაქცია.

მოკლედ, თუ იყო დრო, როცა 10 ნაბიჯისგან შემდგარი რუტინა ძალზედ ტრენდული იყო, მომდევნო წლიდან კანის მოვლისადმი განსხვავებული მიდგომის პოპულარიზაციას უნდა ელოდოთ, მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის უპირატესობა მიანიჭოს მაღალეფექტურ და მრავალფუნქციურ პროდუქტებს, რომლებიც თავის მოვლის რუტინას უფრო მარტივს ხდიან. ამ სტატიაში Profbeauty-ის კატალოგიდან გირჩევთ მაღალეფექტურ და მაღალფუნქციურ პროდუქტებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე პროდუქტს ჩაგინაცვლებთ. Profbeauty – ეს არის კომპანია, რომელმაც პრიორიტეტად აქცია ადგილობრივი ბაზრის გამრავალფეროვნება, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბრენდებით. Profbeauty-იმ ირგვლივ შემოიკრიბა კომპანიები და ადამიანები, რომლებიც აფასებენ ეფექტურ ფორმულებს, ხარისხს, მუდმივ განვითარებასა და ინოვაციას.

ფრანგული პრემიუმ ბრენდის, Sothys – ის სახის კანის ნიღაბს დატენიანებისა და გაახალგაზრდავების ორმაგი ეფექტი აქვს, ლოსიონი გრეიფრუტის ექსტრაქტით კი, წმენდს სახის კანს, აშორებს მაკიაჟს, მტვერს და ამავდროულად ახალისებს და აღადგენს კანს. აღსანიშნავია, რომ ახლა Profbeauty-ში Sothys – ის პროდუქციაზე 70%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. შესაბამისად, კანის მოვლის ამ პრემიუმ ბრენდის შეძენას საკმაოდ ხელმისაყრელ ფასად შეძლებთ. 

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, Janssen Cosmetics-ის სახის დამამშვიდებელი კრემი იდეალურია, როგორც დატენიანებისთვის, აგრეთვე დაცვისთვის. ის ერთდროულად აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ დატენიანებას. მრავალფუნქციურ პროდუქტებზე საუბრისას, ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ამავე ბრენდის გამწმენდ ბალზამს. Janssen Cosmetics-ის გამწმენდი ბალზამი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გამწმენდი ლოსიონი, მაკიაჟის მოსაშორებელი, დამატენიანებელი ნიღაბი და როგორც SOS ბალზამი განსაკუთრებით მშრალი კანისთვის.

Profbeauty-ის მრავალფეროვან კატალოგში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბრენდს – Matter of Fact. ბრენდის არაერთ გამორჩეულ პროდუქტს გვთავაზობს, მათ შორისაა გამაღიავებელი და გამამკვრივებელი შრატი და ანტი-ასაკობრივი დამატენიანებელი კრემი. Matter of Fact-ის გამაღიავებელი + გამამკვრივებელი შრატი დაგეხმარებათ კანის ისეთი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა: ჰიპერპიგმენტაცია, მუქი ლაქები, წვრილი ხაზები და ნაოჭები, ანტი-ასაკობრივი დამატენიანებელი კრემი კი, უსიცოცხლო და გამომშრალ კანს ელასტიურობას და თანაბარ შეფერელობას დაუბრუნებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად Profbeauty-ში Janssen Cosmetics-ისა და Matter of Fact-ის ბრენდებზეც მოქმედებს 26%-იანი ფასდაკლება, ამიტომ თუ საახალწლოდ თქვენი რუტინის განახლებას გეგმავთ, ან საჩუქარს ეძებთ საყვარელი ადამიანებისთვის, ახლა საუკეთესო დროა ეწვიოთ Profbeauty-ის ონლაინ მაღაზიას.

Website: Profbeauty.ge

Facebook: Profbeauty

Instagram: Profbeauty