როცა სახის კანის მოვლას ეხება საქმე, იშვიათია ისეთი ნივთიერება, რომლის შესახებაც თითქმის ყველა საუბრობს, თუმცა მაინც მისტიურობითაა მოცული. რეტინოლი სწორედ ასეთი ნივთიერებაა, ამიტომ ამ სტატიაში, არა მარტო განვავრცობთ თუ რა არის რეტინოლი და რატომ არის მნიშვნელოვანი რომ კანის მოვლის რუტინაში გვქონდეს, არამედ გაგიზიარებთ რეტინოლის შემცველ პროდუქტებს, რომლებიც მეცნიერულად დადასტურებულია და მომხმარებლების მიერ გამოცდილი.

ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, უნდა ითქვას, რომ კანის მოვლის მეცნიერებაში, რეტინოლი შეუცვლელი ინგრენდიენტია. ის ვიტამინ A-სგან წარმოიშობა და ღრმად აღწევს კანში, კვებავს კანს, აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, ამცირების ნაოჭების წარმოქმნას და შედეგად, კანს ახალგაზრდა იერს დიდხანს უნარჩუნებს. ცნობილმა დერმატოლოგმა, ფრანჩესკა ფუსკომ “ვოგთან” ინტერვიუში განმარტა, რომ რეტინოლი არის ინგრენდიენტი, რომელიც დერმატოლოგიაში პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, როგორც ესთეტიკური, ისე სამედიცინო თვალსაზრისით. “მე მას კანის მოვლის სფეროში ოქროს სტანდარტად მივიჩნევ და ჩემს პაციენტებს ვუხსნი, რომ რეტინოლი კანზე ერთი ხელის მოძრაობით აშორებს მკვდარ უჯრედებს, დახშულ ფორებსა და მომქანცველ კანს.“ – ამბობს ფრანჩესკა ფუსკო. რეტინოლი განკუთვნილია ზრდასრული კანისთვის. თუ პროფესიონალი დერმატოლოგის მიერ არ არის დანიშნული, რეტინოლის გამოყენება 25 წლამდე მისაღები არაა, ხოლო 25 წელს ზემოთ, რეტინოლის შემცველი პროდუქტების რუტინაში ყოფნა არათუ სასურველი, კანის ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის, აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერებაში, რეტინოიდები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად და კარგად გამოკვლეული კოსმეტიკური ინგრედიენტების ჯგუფია და აბსოლუტურად უსაფრთხოა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეტინოლი საკმაოდ აქტიური ნივთიერებაა, ამიტომ შესაძლოა, მისმა არასწორად გამოყენებამ კანზე უკურეაქცია გამოიწვიოს. თუ დამწყები ხართ და არ გამოგიყენებიათ რეტინოლის პროდუქტები აქამდე, წესები საკმაოდ მარტივია: დაიწყეთ დაბალპროცენტული შემცველობის მქონე პროდუქტით – 0,1% ან 0,2%, გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, დაიტანეთ ცოტა რაოდენობით, ორი ან სამი წვეთი, გამოიყენეთ რეტინოლი ღამის რუტინაში (თუ პროდუქტი სპეციალურად არ არის განკუთვნილი დღისთვის) და მეორე დღეს, აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი, ამოიღეთ რეტინოლი რუტინიდან რამდენიმე დღით ადრე, სანამ რუჯის მიღებას გადაწყვეტთ.

საბაზისო წესებთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის ხარისხიც. ქართულ ბაზარზე Profbeauty თავის მოვლის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამორჩეული კომპანიაა. Profbeauty აერთიანებს მხოლოდ მაღალი ხარისხის, უკვე მრავალმხრივ გამოცდილ ბრენდებსა და პროდუქტებს, ამიტომ ამ სტატიაში, სწორედ Profbeauty-ის კატალოგიდან წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს რეტინოლის გამოცდილებას საინტერესოს და ბევრად ეფექტურს გახდის.

Matter of Fact -ის ნაოჭებისა და კანის ტექსტურის გასაუმჯობესებელი კონცენტრატი შეიცავს 0,2% რეტინოლს და დამწყებებს, რეტინოლის უპირატესობს, კანის გაღიზიანების რისკების გარეშე სთავაზობს, ხოლო შედარებით გამოცდილებს, გირჩევთ 111SKIN-ის “Black Diamond” რეტინოლის ზეთს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე, ის შეიცავს 2,5% რეტინოლს და წვრილ ნაოჭებსა და ხაზებს, გამოყენებიდან 4 კვირაში ამცირებს. 

გამომდინარე იქიდან, რომ რეტინოლი არ არის მარტივი ნივთიერება, მის წარმოებას კვლევები და თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება, რეტინოლის შემცველი კარგი ხარისხის და ეფექტური პროდუქტების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა მარტივი არ არის, თუმცა არც შეუძლებელია. 

თუ შედარებით ბიუჯეტურ ბრენდებს ეძებთ, Profbeauty -ის მრავალფეროვანი კატალოგიდან გირჩევთ REVOX B77 ბრენდს, რომელიც გვთავაზობს რეტინოლის შემცველ, როგორც სახის აღმდგენ შრატს და კრემს, აგრეთვე თვალის გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგო გელს. ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტექსტურის თუ ბიუჯეტის პროდუქტს იყენებთ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზისგან დამცავის გამოყენება მკაცრად რეკომენდირებულია. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ (AHA) და (BHA) მჟავების რეტინოლთან კომბინაციამ შეიძლება კანის გაღიზიანების რისკი გაზარდოს. მოერიდეთ რეტინოლთან კომბინაციაში ამქერცლავი პროდუქტების და ინგრენდიენტების გამოყენებას, რათა თავიდან აირიდოთ კანის გამოშრობა ან მგრძნობელობის მატება.

ბოლოს კი, შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ რეტინოლი არა მხოლოდ კანის მოვლის ოქროს სტანდარტია, არამედ ახალგაზრდა და ჯანსაღი კანის ერთ-ერთი მთავარი ფორმულა. მთავარი რუტინაში მისი გონივრული და ეტაპობრივი დანერგვაა.