ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების რევოლუციამ მოდა სამუდამოდ შეცვალა. ინსტაგრამი გახდა ახალი ვოგი და ამის გათვალისწინებით, არავის უკვირს, რომ დიზაინერები ცდილობენ მოდის კვირეულზე სოციალურ ქსელებში ყველაზე განხილვადი მოდური მომენტები შექმნან. როგორც ახალი სტატისტიკა გვაჩვენებს, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, რომელიც ნიუ-იორკში გუშინ დასრულდა, ეს მისია საუკეთესოდ მაიკლ კორსმა შეასრულა. სოციალურ ქსელებში კორსის ჩვენებას 11 მილიონზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა და ამ მხრივ კვირეულის ლიდერი გახდა. ათეულში მოხვდნენ: შერი ჰილი, რალფ ლორენი, ტომი ჰილფიგერი x ზენდეია, რიანა Savage x Fenty, ტომ ფორდი, კრისტიან სირიანო, ქეით სპეიდი, კაროლინა ჰერერა და ოსკარ დე ლა რენტა.