LVMH Group-ის ინიციატივით, შეიქმნა პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ყველაზე ექსკლუზიურ ფრანგულ მოდის სახლებში მოხმარებადი ქსოვილების შეძენის შესაძლებლობას იძლევა. Nona Source-ზე გასაყიდად წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის მასალები, რომლებიც მნიშვნელოვან ბრენდებში გამოუყენებელი დარჩა. მსურველებს მათი შეძენა ორიგინალთან შედარებით 70%-მდე დაბალ ფასად შეეძლებათ.

“იმედი გვაქვს, Nona Source ჩვენს კავშირებს გაამყარებს ახალგაზრდა შემოქმედებთან, რომლებსაც ისეთი კომპანიის მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორსაც ჩვენ წარმოვადგენთ,” – ამბობს ალექსანდრე კაპელი, LVMH Group-ის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.

Nona Source საუკეთესო ხარისხს, კონკურენტულ ფასებს და ცირკულარულ მოდას მოიაზრებს და ოტ კუტიურ მოდის სახლების საწყობებში მოთავსებულ ძველ ქსოვილებსა და ტყავს ახალ სიცოცხლეს სძენს.

LVMH-ს შემადგენლობაში დღეს ისეთი ბრენდები შედის, როგორებიცაა: Christian Dior, Louis Vuitton, Givenchy, Celine, Fendi, Marc Jacobs, Loewe და ა.შ. ბუნებრივია, პლატფორმაზე გასაყიდად არ განთავსდება ის ქსოვილები, რომლებზეც ბრენდთან ასოცირებული ელემენტები იქნება წარმოდგენილი.