ACG (All Conditions Gear) არის Nike-ს დამატებითი ხაზი, რომელიც ინოვაციურ ათლეტურ ტანისამოსს და სპორტულ აღჭურვილობას აწარმოებს. Nike ACG-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ პროდუქტები ნებისმიერი სახის კლიმატს ერგება. კომპანიამ სოციალურ ქსელში სწორედ ამ ხაზის ახალი კოლექციის კამპანია გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს მთიან მხარეში არის გადაღებული.

“ჩვენმა ACG Earthling-ებმა საქართველოში ახალი საზღვრები აითვისეს და თავს კიდევ უფრო ცოცხლად გრძნობენ. ახალი კოლექცია ბუნებრივი მსოფლიოთი შთაგონებულ მიწიერ ტონებს და სანაპიროს თემატიკის პრინტებს აერთიანებს,” – ვკითხულობთ Nike Sportswear-ის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში.

ნაციონალური ცეკვა, ხალხური მუსიკა, ადგილობრივების ცხოვრების წესი და, რა თქმა უნდა, ქვეყნის უმშვენიერესი ბუნება არის ის, რაც Nike-მ თავის მრავალ მილიონიან აუდიტორიას საქართველოდან დაანახა. “მე ცოცხალი ვარ. თავი ასე ცოცხლად ჯერ არასდროს მიგვრძვნია,” – ამბობს გამოქვეყნებულ ვიდეოში კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე.