უნიკალური და საინტერესო ნივთები, საუკეთესო მომსახურება და სასიამოვნო გარემო – კონცეპტუალური მაღაზია MORE is LOVE ქართველი და საერთაშორისო მყიდველებისთვის, უკვე რამდენიმე წელია, ერთ-ერთი პირველი არჩევანია. მაღაზია, 2012 წელს, დიდი ხნის მეგობრებმა, ანა მოქიამ და ნინო ელიავამ დააარსეს. მათი მიზანი მოდის მოყვარული ადამიანების შთაგონება იყო, სწორედ ამიტომ, მაღაზიაში წარმოდგენილი თითოეული ნივთი სათითაოდ შერჩეული და განსაკუთრებულია. 

ფიზიკური მაღაზია თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში მდებარეობს. Მაღაზიის ფასადიც კი საინტერესოა, მისი მთავარი შესასვლელი ყვითელი კარია, რომელიც უკვე MORE is LOVE-ის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. Მაღაზიაში იყიდება ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: ByFar, Maison Bionet და Laura Lombardi, ისევე, როგორც წამყვანი ქართული ბრენდები: INGOROKVA, Keburia, Anouki და სხვა. 

აღსანიშნავია ონლაინ მაღაზია – www.moreislove.com, სადაც წარმოდგენილია ტანსაცმლის, სამკაულების, აქსესუარებისა თუ თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი. ონლაინ შეძენის შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მიწოდება უფასოა და 1 დღეშია შესაძლებელი. მიწოდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც. საიტზე იპოვით ბევრად მეტსაც, მაგალითად , საიტზე ქვეყნდება ყოველთვიური ონლაინ ჟურნალი – Editorials, ბევრი საინტერესო ინტერვიუთი და შთამაგონებელი ედითორიალით. ჟურნალის ერთ-ერთი რუბრიკა the LOOK მოგვითხრობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალების შესახებ. 

6-დან 13 აგვისტოს ჩათვლით, MORE is LOVE -ში მომხმარებლებს დიდი ფასდაკლება ელოდებათ, რომელიც გავრცელდება ბრენდებზე: 0711, ByFar, Aleksandre Akhalkatsishvili, Low Classic, Tatuna, Materiel, Keburia, Nanushka, Dalood, Rejina Pyo, Walk of Shame და ა.შ. რაც შეეხება ფიზიკურ მაღაზიას, ქიაჩელის 14 ნომერში მდებარე მაღაზიის სამუშაო საათებია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 11-დან საღამოს 7-მდე.