სამკაულს შეუძლია იყოს ის ერთი პატარა დეტალი, რომელიც გაგრძნობინებს, რომ უნიკალური ხარ, ეს სიტყვები ლეგენდარულ მსახიობს – ელიზაბეტ ტეილორს ეკუთვნის. მართლაც, თუ დავფიქრდებით, მოდაში ტენდენციები სულ იცვლება, მაგრამ სამკაული რჩება იმ ძალზედ მნიშვნელოვან დეტალად, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ გააუმჯობესოს ჩვენი ინდივიდუალური სტილი, არამედ შეგვმატოს თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის გამოხატვაშიც დაგვეხმაროს. სამკაულების ბრენდი, “ტრესორი” ქართულ ბაზარზე უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს.

მუდმივად განახლებადი კოლექციებით, პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხზე ზრუნვით, გასულ ექვს წელში, Trésor-მა მომხმარებლებს თავი შეაყვარა და მათი ნდობა დაიმსახურა. ბრენდის მრავალფეროვან კოლექციებში შეხვდებით ვერცხლის, უჟანგავი ფოლადის და მარგალიტის სამკაულების დიდ არჩევანს. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ქალებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კრეატიულობა, ინდივიდუალობა გამოკვეთონ და მოექცნენ ყურადღების ცენტრში.

“მოექეცი ყურადღების ცენტრში” – სწორედ ამ სახელწოდებისაა Trésor-ის ახალი კამპანია და ძირითადი კონცეფცია, რომელიც გვახსენებს, რომ თითოეულ ქალს აქვს უფლება და შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი უნიკალურობა. მეტიც, ბრენდი ქალებს მოუწოდებს არ დაიმალონ ჩრდილში, არამედ გაბედულად წარმოაჩინონ თავიანთი სტილი, ენერგია და ინდივიდუალიზმი. კონცეფციის მიზანია დაგვანახოს, რომ ქალის ძალა, ხასიათი და ინდივიდუალობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი სტილი. ეს კი იდეალურად გამოხატავს “ტრესორის” ბრენდის იდენტობას, რომელიც გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტთან ერთად, განსაკუთრებული ფასეულობებისა და შინაარსის შექმნას ეფუძნება.

თითოეული ქალი ერთმანეთისაგან განსხვავებული, თუმცა თანაბრად უნიკალურია – Trésor-ის კონცეფციაში, რომელიც განსხვავებული სტილის, ასაკის, ინტერესებისა თუ საქმიანობის ქალებს აერთიანებს, ამ მესიჯს ამოიკითხავთ. ყველას აქვს საკუთარი ბრწყინვალება, რომლის გამოხატვაშიც სწორად შერჩეული სამკაული ეხმარებათ. “ტრესორში” ყოველი ნაკეთობა, კამპანია, ისტორია იმგვარად არის მოფიქრებული და განხორციელებული, რომ თითოეულმა ქალმა იგრძნოს და აღმოაჩინოს საკუთარი ინდივიდუალური სილამაზე, შინაგანი სინათლე, რომელიც შემდეგ, ყველასთვის შესამჩნევი ხდება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენთვის თუ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ეძებთ სამკაულს, იქნება ეს მინიმალისტური თუ მაქსიმალისტური, ყოველდღიური თუ გამოსასვლელი, Trésor-ის მრავალფეროვან კატალოგში, ყველა ქალბატონი ნახავს თავისთვის სასურველ ნივთს, რომელიც მოერგება მის უნიკალურ მახასიათებლებს და დაეხმარება თავი იგრძნოს სამყაროს ცენტრში.

“ტრესორის” ქართულ ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილია ჯამში 8 ფილიალით – 6 ფილიალი თბილისში და 2 ფილიალი ბათუმში. აგრეთვე, თვალი ადევნეთ ბრენდის ოფიციალურ არხებს სიახლეებისთვის:

Facebook: Trésor

Instagram: Trésor