19–21 ივნისს, თბილისი რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ფორუმს უმასპინძლებს. Global Tech Weekend Tbilisi 2026 Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 20 000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმარი შეიკრიბება.

„გასული წლის წარმატებამ დაგვანახა, რომ თბილისი მზად არის, საბოლოოდ დაიმკვიდროს რეგიონის მთავარი ტექნოლოგიური და ბიზნეს ჰაბის სტატუსი. GTW 2026-ზე ჩვენ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავდივართ – ორჯერ ვზრდით სტუმრების რაოდენობას, ვაფართოებთ ინდუსტრიულ მიმართულებებს და ქართულ აუდიტორიას გლობალური დონის ექსკლუზიურ სპიკერებს ვპირდებით.“ – აღნიშნავს მარიამ ჭიკაძე, GTWT-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მოდა და ტექნოლოგიები ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო დროის პროგრესმა ეს კავშირი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციებიდან დაწყებული, ციფრული მარკეტინგის პლატფორმებამდე დასრულებული, თანამედროვე ტექნოლოგიები მოდის ბიზნესის ყველა სეგმენტს ცვლის.

Global Tech Weekend Tbilisi ყურადღების ცენტრში მოაქცევს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech, ფინტექი და ბანკინგი ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი, ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა, ვიდეო თამაშები და eSports, ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა, ჯანმრთელობის ტექნოლოგიები და რა თქმა უნდა, კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები. კონფერენცია ხუთ სცენაზე გაიმართება, სადაც 200-ზე მეტი სპიკერი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პანელური დისკუსიების, ვორქშოფების, ინტერვიუებისა და პრეზენტაციების ფორმატში ისაუბრებენ.

Global Tech Weekend-ის პირველი კონფერენცია თბილისში შედგა, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორების მიზნები და ამბიციები თავიდანვე გლობალური იყო, სახელწოდებაც ამაზე მეტყველებს. წლევანდელი Global Tech Weekend იმითაცაა გამორჩეული, რომ ის უკვე ჭეშმარითად გლობალურ დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიურ მოძრაობად გადაიქცა, რაც საქართველოს, ქართველ ანტრეპრენერებსა და კომპანიებს სახელს საერთაშორისოდ გაუთქვამს. წელს პირველი კონფერენცია სილიკონის ველის შუაგულში, სან-ფრანცისკოში, 23-29 მარტს გაიმართება, მოგვიანებით კი, ჯერ ტაშკენტს, მერე თბილისსა და ბაქოს მოიცავს.

GTW Tbilisi 2026-ის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე gtwt.ge და TKT.GE-ზე. სიახლეებისთვის ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს:

Instagram: GTWT2026

Facebook: GTWT2026

Linkedin: GTWT2026