საერთაშორისო პლატფორმა Models.com-მა 2024 წლისთვის რეიტინგები განაახლა. ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა მოდის გამორჩეული ახალბედებიდან (ე.წ. Hot list), TOP 50 მოდელში გადაინაცვლა.

Models.com -ის საერთაშორისო პლატფორმაზე აღნიშნულია, რომ TOP 50 მოდელში ხვდებიან ახალგაზრდა ტოპ მოდელები, რომლებმაც მიიქციეს ცნობილი ბრენდების, ჟურნალებისა და ფოტოგრაფების ყურადღება. შესაბამისად, სწორედ მათ აქვთ რეალური შანსი გახდნენ მომავალი სუპერმოდელები.

მატილდა პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Models.com -ის რეიტინგში მოხვდა.