გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ობსერვატორიაში მიმდონარე იოგას გაკვეთილი პოლიციის რეიდმა ჩაშალა. აღმოჩნდა, რომ სამართალდამცავებმა მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ადგილას მასობრივი მკვლელობის რიტუალი იმართებოდა. იოგას ინსტრუქტორმა ქალმა – 22 წლის მილი ლაუსმა განაცხადა, რომ თავდაპირველად პოლიციის განმარტება ხუმრობა ეგონა. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ობსერვატორიის სივრცეში ნამდვილად სტანდარტული იოგას გაკვეთილი მიმდინარეობდა, პოლიციამ განცხადება გაავრცელა. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ მიღებული ინფორმაცია ცრუ შეტყონება აღმოჩნდა.
იოგას ინსტრუქტორმა მალევე გაიხსენა, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას, როცა ჯგუფის წევრები თვალებდახუჭული იწვნენ, ფანჯარას წყვილი მიუახლოვდა. “ამ დროს მე კლასის წევრების სხეულების ირგვლივ დავდიოდი. მათ ფანჯარაში შემოიხედეს, თუმცა ადგილს მალევე გაეცალნენ” – აღნიშნა ლაუსმა. მედიასთან კომენტარი გააკეთა პოლიციამაც და განაცხადა, რომ მოქალაქეების შეტყობინება “კეთილი განზრახვით” იყო გამოწვეული.