რამდენიმე დღის წინ Adidas-მა Adidas Originals-ის კამპანია წარადგინა, რომლის სახეც ბელა ჰადიდი იყო. ერთი შეხედვით ამ კამპანიაში ყველაფერი იდეალურად იყო – ბელა ჰადიდი მოდის ინდუსტრიის რჩეული სახეა, მისი სტილი კი ავთენტურ თანხვედრაშია ბრენდის ესთეტიკასთან. თუმცა მალევე კამპანიის ირგვლივ დიდი ხმაური ატყდა და Adidas კრიტიკის სამიზნე აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბრენდმა ჰადიდი კამპანიიდან მოხსნა და მისი გადაღებისათვის ბოდიშიც მოიხადა. ამის მიზეზი ანტისემიტიზმის ბრალდება გახდა. ისტორია კი რამაც კამპანიის ამ კონტექსტით აღქმა გამოიწვია, 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება.
ფოტოსესია, რომლის სახედაც ბელა ჰადიდი შეირჩა, Adidas Originals-ის SL 72-ის მოდელს ეძღვნებოდა. მისი რეტრო ვერსია თავდაპირველად 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა. ოლიმპიური თამაშების მეორე კვირას, პალესტინურმა დაჯგუფებამ 11 ებრაელი ათლეტი და მათი მწვრთნელები გაიტაცა. Adidas-ის კრიტიკა სწორედ ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებული მოდელის წარმდგენ სახედ ბელა ჰადიდის არჩევამ განაპირობა. მიზეზი ბელა ჰადიდის პალესტინური წარმომავლობა და პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივისტის სტატუსია.