დღესდღეობით საქართველოში არაერთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა მათ შორისაც არის ისეთი სახელები, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ როგორც გლობალურ, ასევე საქართველოს ბაზარზე. მიზეზი ამ ბრენდების გავლენა, კონცეფცია და რეპუტაციაა. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება Megasport-ის პორტფოლიოში გაერთიანებული ბრენდები: Diesel, The North Face, Timberland, Napapijri, Scotch & Soda. ასევე მულტიბრენდული სივრცე Magellan, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიც არის: Dainese, Burton, Uvex, Fischer, Tecnica, Moon Boot, Jack Wolfskin, Bullpadel და სხვა.


Megasport-ის ისტორია 2008 წელს იწყება – მაშინ, როდესაც თბილისში, ადამ მიცკევიჩის N68-ში გაიხსნა Magellan-ის პირველი მაღაზია. ახლახან სივრცე Megasport Outlet-ად გადაკეთდა და მომხმარებელს შერჩეულ მოდელებს დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.
Megasport, როგორც სახელი, დიდი ხნის განმავლობაში ფიზიკურ და ციფრულ სივრცეში თითქმის არ ჩანდა, შესაბამისად, შესაძლებელია არსებობდეს ბევრი მომხმარებელი, რომელმაც დღესაც არ იცის, რომ ჩამოთვლილ მის საყვარელ ბრენდებს საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად სწორედ ეს კომპანია წარმოადგენს.


Megasport თავისი პორტფოლიოთი, სპორტული და ყოველდღიური, ურბანული ცხოვრების სტილის სინთეზს ქმნის. ახალ ბრენდებთან პარტნიორობისას კომპანიისათვის პრიორიტეტულია ადგილობრივი მომხმარებლების გემოვნება, ცხოვრების სტილი თუ საჭიროებები. Diesel-ის გახსნა სწორედ ბაზრის მზაობის შედეგი იყო.
ის, რაც Magellan-ის უცვლელ და უკომპრომისო მიდგომად შეგვიძლია მივიჩნიოთ, არის ხარისხი და ბრენდის რეპუტაცია.


Megasport თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ცდილობს, იყოს ურბანულ კულტურასა თუ თანამედროვე მოდის ტრენდებთან თავსებადი. Megasport ასევე დიდ ყურადღებას უთმობს საინტერესო პროექტებს და ინიციატივებს, რომლებიც უფრო დიდ კონტექსტში წარმოაჩენს კომპანიის ღირებულებებსა და სოციალურ პასუხისმგებლობას. მაგალითად, ასეთი პროექტია „აღმოაჩინე საქართველო The North Face-თან ერთად“ – უფასო მარშრუტები ლაშქრობის მოყვარულებისთვის, რათა ადგილობრივი ბუნების ნაკლებად ცნობილი ლოკაციები შეუმჩნეველი აღარ დარჩეს.
Megasport-ის ბრენდები თავისუფლებასთან, აღმოჩენებთან, სიახლეებთან და ხარისხთან ასოცირდება. მომხმარებლების ძირითადი აუდიტორია აერთიანებს მათ, ვისაც ბრენდის გავლენა, ე.წ. ჰაიპი და სტატუსი იზიდავს და ასევე მათ, ვინც ტექნიკურ და ფუნქციურ ხარისხს ეძებს, მაგალითად The North Face-ის შემთხვევაში.


საქართველოს რეალობაში ეს ბრენდები საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის სეგმენტშია. ამიტომ Megasport აქტიურად ერთვება ბანკებისა და მოლების საერთო აქციებში, რათა მომხმარებლებმა მეტად ხელმისაწვდომი შეთავაზებებით სარგებლობა შეძლონ.




