წელს მატილდა გვარლიანი უკვე მეორედ მოხვდა Vogue-ს ყდაზე. ამჯერად ქართველი მოდელი მექსიკური Vogue-ს 2024 წლის ივნისის ნომრის გარეკანს ამშვენებს. მეორე ყდაზე ასევე ვხვდებით ამერიკელ მოდელ ამელია გრეის. გამოცემის ახალი ნომრისთვის ისინი მოდის ფოტოგრაფების სახელგანთქმული დუეტის – ინეზ ვან ლემსვერდეს და ვინუდ მატადინის ობიექტივში მოექცნენ.

Vogue Mexico & Latin America ივნისი 2024

მატილდა გვარლიანი & ამელია გრეი

მატილდა ამშვენებდა ჰოლანდიური Vogue-ს 2024 წლის მარტის ნომრის გარეკანსაც, რომლის დამსახურებითაც ის პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომლის ფოტოც მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა. გამოცემამ გაზაფხულის პირველი თვის ნომრისთვის სულ 4 მოდელი შეარჩია, რომლებიც ოთხ დიდ ქალაქს წარმოადგენდნენ: ნიუ-იორკი, ნლონდონი, მილანი და პარიზი.

Vogue Netherlands მარტი 2024

შეგახსენებთ, 2022 წლის მიწურულს მატილდა ჰოლანდიური Vogue-ს ციფრულ გარეკანზეც ვიხილეთ, რომლისთვისაც ის ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა ელენ ფონ უნვერტმა გადაიღო.

Vogue Netherlands დეკემბერი 2022/იანვარი 2023 – ციფრული გარეკანი

Tags :