Massimo Dutti-მ 2023 წლის ახალი კოლექცია, სახელწოდებით – Upside Down წარადგინა. კამპანიის სახე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანია. მატილდას საერთაშორისო კარიერა არაერთ ცნობილ მოდის სახლსა და ბრენდს მოიცავს. რაც შეეხება Massimo Dutti-ს, გვარლიანისათვის ეს ბრენდთან პირველი თანამშრომლობაა. ფოტოების ავტორი ბრუნო სტაბია, ხოლო კამპანიის სტილისტი – ჯეისონ რაიდერი.
Massimo Dutti-ის მინიმალისტური სტილით გამორჩეულ კოლექციებში სხვადასხვა გარემოებისათვის განკუთვნილ სამოსს აღმოაჩენთ. რაც შეეხება Upside Down -ის ახალ კოლექციას, ის ყოველდღიური სტილისათვის განკუთვნილ მოდელებს აერთიანებს.
Massimo Dutti-ისა და მატილდა გვარლიანის თანამშრომლობა საკმაოდ ორგანული და ავთენტური აღმოჩნდა. ბრენდის კონცეფცია და კონკრეტულად ამ კოლექციის ხასიათი გვარლიანის ვიზუალმა, იმიჯმა და მისმა პერსონამ კარგად გამოკვეთა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ წლების განმავლობაში, Massimo Dutti-ის კამპანიაში არაერთი ცნობილი მოდელი გვიხილავს. სწორედ ამიტომ, მატილდასთვის, როგორც საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავისათვის, ბრენდთან თანამშრომლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი კარიერული წარმატებაა.



რაც შეეხება ბრენდის 2023 წლის კოლექციის ვიზუალურ მხარეს, მასში კვლავაც შენარჩუნებულია დახვეწილი სტილი და გამოკვეთილი სილუეტები, რაც Massimo Dutti-ის დამახასიათებელ ნიშას წარმოადგენს. ბრენდის მომხმარებლები ერთმანეთისაგან განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის, ინტერესებისა და ცხოვრების სტილის მოყვარული ადამიანები არიან. მომხმარებელთა აუდიტორიის მრავალფეროვნების მიზეზი კი, სწორედ ის მინიმალიზმია, რომელზეც ბრენდის დახასიათებისას, არაერთხელ გვისაუბრია. კონკრეტულად Massimo Dutti-ს ქალის ხაზი რომ განვიხილოთ, ის ერთდროულად არის ფემინურიც და უნისექსიც, თამამიც და კონსერვატიულიც. სხვადასხვა მოდელის კომბინაციით შესაძლოა შეიქმნას, როგორც ყოველდღიური და საქმიანი, ასევე გამოსასვლელი ლუქი. თუმცა, რაც Massimo Dutti-ს მის კატეგორიაში არსებული ყველა სხვა ბრენდისაგან ყველაზე მეტად გამოარჩევს – მაღალი ხარისხია.


უკვე მრავალი წელია, Massimo Dutti ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეულია. გლობალური მასშტაბით რეპუტაციულ და პოპულარულ ბრენდს ჩვენს ქვეყანაში კომპანია Cenomi (Retail Group Georgia) წარმოადგენს.
Massimo Dutti-ის ახალი კოლექცია Upside Down, შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ, როგორც ფიზიკურ სივრცეებში, ბრენდის მაღაზიები მდებარეობს: „სითი მოლში“, „თბილისი მოლში“, „ისთ ფონთში” და “მერანში”, აგრეთვე ონლაინ ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.massimodutti.com/ge/.