მარიპოლს ხშირად „პოლაროიდების დედოფალს“ უწოდებენ. მან თავისი კამერით ნიუ-იორკის კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი აღბეჭდა. მის პოლაროიდებზე გამოსახული ოთხმოციანი წლების ნიუ-იორკი ისეთივე მთრთოლარე, ცოცხალი და ენერგიულია, როგორიც ჩვენს წარმოსახვაშია.

ფრანგული უნივერსიტეტის, École des Beaux-Arts-ის, სტუდენტი ნიუ-იორკში პირველად 1976 წელს, 20 წლის ასაკში ჩავიდა. მან თავისი კარიერა მოდის ინდუსტრიაში დაიწყო, როცა Fiorucci-ის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. 1977 წლიდან მარიპოლი თავისი SX-70 კამერით აქტიურად იწყებს იმ ადამიანების გადაღებას, რომლებიც არტისტულ ნიადაგს არღვევენ და რაც დრო გადის მისი პოლაროიდები კიდევ უფრო ფასეული ხდება.

Maripol © i-D

როგორც არტისტს, ფოტოგრაფს, სტილისტს, დიზაინერს, რეჟისორს წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განუხორციელებია. ბოლოს მან Dior-ის 2021 Pre-Fall კოლექციის კატალოგიც გადაიღო. I-D – სთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში მარიპოლი თავის გადაღებულ პორტრეტებზე, ოთხმოციანი წლების ნიუ-იორკზე და იმ ადამიანებზე ყვება, რომლებიც მაშინ კულტურას განსაზღვრავდნენ.
ამონარიდები ინტერვიუდან

„არ გვქონდა მობილური ტელეფონები ან ინტერნეტი, მაგრამ ვიცოდით სად იმართებოდა იმ ღამით წვეულება, სად იყო გალერიის გახსნა. სცენა ძალიან პატარა იყო. სტაციონალური ტელეფონები გვქონდა, ხალხი მოსაწვევებს აკეთებდა, რომელთაც მეილის საშუალებით იღებდი თუ “კარგ სიაში” მოხვდებოდი. თუ ვინმესთან დალაპარაკება მოგინდებოდა, ეს მარტივი იყო. ადვილი იყო ადამიანების გაცნობა. ღამით კლუბი ჩვენი მისაღები ოთახი იყო, სახლში გატარებული დღე კი ჩვენთვის ღამე ხდებოდა. ზოგჯერ, ზაფხულობით, დილის 7 საათამდე ვიყავით ფეხზე. ძალიან ცხელოდა, აუზს ვეძებდით ან პარკს ნიუ-იორკში, სადაც არ დავიშვებოდით, მაგრამ მაინც მივდიოდით.“

Robert Latuna. Toukie Smith. Edwige. Chia & Toshi, The Plastics Band © i-D

„Beaux-Arts-ის სკოლაში პორტრეტებს ვსწავლობდი. პარიზიდან ჩემი ერთი მეგობარი factory-ის სტუმრობდა და მან ენდი უორჰოლის პორტრეტები გადმომცა. მე მიყვარს ენდი. ის ძალიან სასიამოვნო იყო, საერთოდ არ ყოფილა პრეტენზიული.“

„როცა ახალგაზედა ვიყავი ლონდონში ჩავდიოდი ხოლმე. შთაგონების წყაროს King’s Road-ზე ვპოლობდი. იქ ძალიან cool მალკოლმ მაკლარენი და ვივიენ ვესტვუდი იყვნენ. მაგრამ Biba-ში მიდიოდი… ამერიკამ ძალიან შთამაგონა. ხომ იცით ვის ჰქონდა მოდაზე ყველაზე დიდი გავლენა? დევიდ ბოუის! მან გამოიგონა გლემ როკი, სანამ ის გამოჩნდებოდა, სხვებიც იყვნენ, ელტონ ჯონიც კი… მუსიკოსებს! როგორც უკვე ვთქვი, ახალ თაობას გზას წინა უხსნის.“

„„ეს არავის მიწა არ არის!“ ქუჩები ყველასი იყო. ნიუ-იორკის ქუჩებში დავხეტიალობდით; მეტროს ნაცვლად ველოსიპედებით ან ფეხით დავდიოდით. ლოს ანჯელესის, ნიუ-იორკის, პარიზის, მადრიდის მსგავსი ადგილები ყველას ეკუთვნოდა… ისინი მთელი მსოფლიოდან ყველას რაღაცას სთავაზობდა. გეუბნებით, ქვეყანა არავისი არ იყო. იქ ჩვენ ახალი ტალღა ვიყავით, ჩვენი გზა ვიპოვეთ და ჩვენს საკუთრებად ვაქციეთ.“

Edwige & Bianca Jagger. Sade. Grace Jones & Maripol © i-D

„ფოტოებს მხოლოდ ღამე ვიღებდი! წვეულებები ხშირად ჩემს სხვენში იმართებოდა, მაგალითად, ის 1979 თუ 1980 წლის წვეულება, რომელზეც დები ჰარის პორტრეტი გადავიღე. ჩემს კედელზე ასობით პოლაროიდი მქონდა გაკრული. ისინი იმ პერიოდის ნიუ-იორკის საზოგადოებას ასახავდა.“