9 წლის შემდეგ, Dior -ის ქალის ხაზის ტანისამოსის, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების შემოქმედებითი დირექტორი მარია გრაცია ქიური ფრანგულ ბრენდს ტოვებს. სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ. გასული თვეების განმავლობაში, მოდის პრესა აქტიურად წერდა Dior -ში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

ხმები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირლანდიელი დიზაინერი, ჯონათან ანდერსონი Dior -ის მოდის სახლთან იწყებს თანამშრომლობას.

2016 წელს, მარია გრაცია ქიური Dior -ის პირველი ქალი შემოქმედებითი დირექტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით, ბრენდის შემოსავალი თითქმის სამჯერ გაიზარდა. Dior -ში ისტორიული ეპოქის დაწყებამდე, ქიური Valentino-ს მოდის სახლის შემოქმედებითი თანადირექტორი იყო, პიერპაოლო პიჩოლისთან ერთად.

იტალიელი დიზაინერის ხელმძღვანელობით, Dior -მა ბოლო კოლექცია ორი დღის წინ, რომში, ქიურის მშობლიურ ქალაქში წარადგინა.