Malcolm & Marie – ასე ჰქვია Netflix-ის დაანონსებულ ახალ რომანტიკულ დრამას, რომლის პირველი ოფციციალური ტრეილერი 8 იანვარს, ვიდეოჰოსტინ YOUTUBE-ზე გამოქვეყნდა. ფილმმა დაანონსებისთანავე დიდი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე მიზეზის გამო – შავ-თეთრი კინოსურათი პანდემიის დროს არის გადაღებული, მოქმედება ერთ სივრცეში ხდება და მთავარ როლებში ზენდეიას და ჯონ დეივიდ ვაშინგტონს ვიხილავთ. დრამის რეჟისორი და სცენარისტი სემ ლევინსონია, სიუჟეტი დროის კონკრეტულ მონაკვეთში წყვილის ურთიერთობის განვითარებას მიჰყვება.

იმის გათვალისწინებით, რომ ზენდეია ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად არაერთხელ დაასახელეს, მისი დრამატულ როლში ნახვას მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. Malcolm & Marie-ის პრემიერა 2021 წლის 5 თებერვალს შედგება