![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/12/Baner-internet-1-9-1024x127.jpg)
HBO-ს ხმაურიანად დაანონსებული სერიალის, THE IDOL-ის პრემიერა ახლოვდება და მაყურებლის ინტერესიც მეტად იზრდება. ახლახან სერიალის ახალი ტრეილერი გამოვიდა. გავრცელებული კადრებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თანამედროვე პოპ-კულტურის ცნობილი ვარსკვლავების სამსახიობო შემადგენლობით გადაღებული შოუ საკმაოდ პროვოკაციულ კადრებს შეიცავს. სერიალში მთავარ როლებს ლილი როუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. დეპი პოპ ვარსკვლავს განასახიერებს, ხოლო The Weeknd-ს მაყურებელი კულტის ლიდერის როლში იხილავს. აღსანიშნავია, რომ THE IDOL-ის შემქმნელები The Weeknd და Euphoria-ს რეჟისორი სემ ლევინსონი არიან.THE IDOL-ში მონაწილეობს ცნობილი კორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრი ჯენიც. ვარსკვლავისთვის ეს სამსახიობო დებიუტია.
THE IDOL-ის პრემიერა 2023 წლის 4 ივნისს, HBO Max-ზე შედგება.
ნახეთ THE IDOL-ის ახალი ტრეილერი: