როგორც უკვე ცნობილია, მალე მაყურებელი ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით, რეჟისორ ტოდ ფილიპსის ცნობილი ნამუშევრის – “ჯოკერის” მეორე ნაწილს იხილავს. ახლახანს, შემოქმედებითმა გუნდმა ფილმის გამოსვლის თარიღიც დააანონსა – “ჯოკერის” გაგრძელება მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2024 წელს გამოვა. პრემიერის თარიღი ფილმთან დაკავშირებული ერთადერთი სიახლე არ არის. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხოაკინ ფენიქსს პარტნიორობას Lady Gaga გაუწევს – ის ისტორიის ერთ-ერთი მთავარი და მეტად საინტერესო პერსონაჟის, ჰარლი ქვინის როლს შეასრულებს.




შეგახსენებთ, რომ Joker-ის პირველი ნაწილი 2019 წელს გამოვიდა და მომენტალურად კინოსენსაციად იქცა. ფილმმა მთავარი როლის შემსრულებელ ხოაკინ ფენიქსს ოსკარი მოაპოვებინა, კინოგაქირავებიდან კი, “ჯოკერის” შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ტოდ ფილიპსისეულ ვერსიაში, მაყურებელმა კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოროტი პერსონაჟის – ჯოკერის ისტორია განსხვავებული, დრამატული ინტერპრეტაციით იხილა.
რაც შეეხება Lady Gaga-ს, მუსკოსის სამსახიობო კარიერა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი კინო როლი A Star is Born-ში განსახიერებული მთავარი პერსონაჟია. ამ ფილმმა გაგას პირველი ოსკარი მოაპოვებინა. 2021 წელს კი, Lady Gaga კიდევ ერთ ხმაურიან კინოსურათში გამოჩნდა – მაურიციო გუჩის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ დრამაში მან მთავარი როლი მოირგო და პატრიცია რეჯიანის პერსონაჟი განასახიერა. ჰარლი ქვინი Lady Gaga-ს მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი როლია.