მილანის მოდის კვირეული 23 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მეტწილად ციფრულ ფორმატში ჩაივლის. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა და 1 წლის წინ, ჯორჯო არმანის ჩვენება პირველი შემთხვევა იყო, რომელზეც აიკრძალა მაყურებლების დასწრება. ახლა მსგავსი პრაქტიკა უკვე სტანდარტია, თუმცა პანდემიამ მოდის ინდუსტრიაში ბევრად უფრო დიდი ცვლილებები გამოიწვია. Kering-ის მფლობელობაში მყოფი Gucci და Bottega Veneta მილანის მოდის კვირეულში არ მიიღებენ მონაწილეობას, ისევე, როგორც Kering-ის პარიზული მოდის სახლები Balenciaga, Yves Saint Laurent და Alexander McQueen გამოტოვებენ პარიზის მოდის კვირეულს. შესაძლოა ითქვას, აღნიშნული პრაქტიკა ახალი კორპორატიული სტრატეგიის ნაწილია. არის თუ არა მოდის კვირეულების გამოტოვება სწორი არჩევანი კერინგისთვის, იმის ფონზე, რო გუჩის გაყიდვები საგრძნობლად ეცემა და ბოთეგა ვენეტა იზრდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო ნელა, საკამათოა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბოთეგა ვენეტას სოციალური ქსელებიდან გაქრობას.

Bottega Veneta