თუ რომელიმე აქსესუარი ერთდროულად ესთეტიკური და პრაქტიკული დანიშნულების მატარებელია, ეს პირველ რიგში სათვალეა. სათვალე მხოლოდ მოდური აქსესუარი არ არის – ის განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ სტილს, უსვამს ხაზს იდენტობასა და იმიჯს. თუმცა ამავდროულად, მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება კომფორტსა და მხედველობაზე ზრუნვისათვის. სწორედ ამიტომ, მზის ან ოპტიკური სათვალის არჩევისას ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ დიზაინსა და სტილს, არამედ ხარისხსა და ბრენდის სანდოობასაც.

უკვე 21 წელია, „კენარი“ საქართველოს ოპტიკურ ბაზარზე, ხარისხის ლიდერის სტატუსს ატარებს. 2004 წლიდან დღემდე, კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ საკულტო ბრენდებს, როგორებიც არის: Ray-Ban, Gucci, Dior, Mykita, Celine, LGR, TOM FORD, SILHOUETTE, LOEWE, BOSS, ALCON, ESSILOR და სხვა მრავალი.

„კენარი“ მუდმივად მიჰყვება მსოფლიო ტრენდებსა და ოპტიკური ინდუსტრიის სიახლეებს, პარალელურად კი, მისი პრიორიტეტი უცვლელია – თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კომპანია გვთავაზობს მზის და ოპტიკურ სათვალეებს, კონტაქტური ლინზების ფართო არჩევანს, ასევე ოფთალმოლოგის მომსახურებას. ფილიალებში დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები განახლებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კენარი“ აერთიანებს გამოცდილებასა და ინოვაციას და მუდმივად ზრუნავს მომსახურების გაუმჯობესებაზე, რაც ყოველთვის ამართლებს მომხმარებელთა ნდობას. სწორედ ეს ქმნის 21-წლიან ისტორიას.

კომპანია საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს 60-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს. მათ შორის არის როგორც თვალის წარმოებით ცნობილი ბრენდები, ისე მაღალი მოდის სახლები. აღსანიშნავია, რომ „კენარის“ კოლექციებში თითოეულ მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს მისთვის სასურველი მოდელი, რაც სწორად შერჩეული სელექციით არის უზრუნველყოფილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, „კენარი“ მუდმივად მადლიერებას გრძნობს იმ ნდობისა და ერთგულების მიმართ, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში გამოხატავენ. 21 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14, 15 და 16 ნოემბერს „კენარი“ მომხმარებლებს სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. „კენარი” ფილიალების მისამართებისა და სიახლეების გასაცნობად ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს.