ქანიე ვესტმა გამოუშვა ე.წ. Meme Coin, რომლის სახელწოდებაა Yeezy Money. ქსელში გაშვებიდან რამდენიმე საათში, მისმა ღირებულებამ სწრაფად მოიმატა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი ასევე სწრაფი ვარდნით 1.5 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

რაც შეეხება Meme Coin, ის კრიპტოვალუტის სახეობაა, რომელიც Meme-ს, იგივე ინტერნეტ-ხუმრობის, სახით არის წარმოდგენილი. მას ისეთი კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით – როგორიც არის Bitcoin ან Ethereum – ნაკლები ტექნოლოგიური სიღრმე აქვს. Meme Coin-ის ფასი და პოპულარობა მეტწილად განისაზღვრება ინტერნეტ საზოგადოების, მედიის, სოციალური ქსელების და ჰაიპის გავლენით.