MiuMiu-მ 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის ახალი კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც კაილი ჯენერი მონაწილეობს. კამპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი მიუჩია პრადაა, ხოლო სტილისტი – ლოტა ვოლკოვა. ფოტოსერია ბერლინელმა ფოტოგრაფმა, Lengua-მ გქდაიღო. კამპანიის სახელწოდებაა Femininities და მასში აქცენტი ინდივიდუალიზმის გამოხატვასა და ფემინურობის მრავალფეროვან ინტერპრეტაციაზე გააკეთა. კამპანიაში კაილი ჯენერთან ერთად სხვა ცნობილი პერსონებიც მონაწილეობენ: მსახიობი და მომღერალი ლუ დუიონი, მსახიობი და მოდელი რილა ფუკუშიმა, მუსიკოსი ტოვა ბერდი, მსახიობი Myha’la, არტისტი და მოდელი იურა რომანიუკი და რეპერი კორტისა სტარი.
იხილეთ კაილი ჯენერის ფოტოები MiuMiu-ს კამპანიიდან – Femininities:





