ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი განუსაზღვრელი ვადით მოხსნეს ეთერიდან, მას შემდეგ რაც მან ჩარლი კირკის მკვლელობაზე კომენტარები გააკეთა.
კვირის დასაწყისში შოუს მიმდინარეობისას კიმელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა გუნდი კირკის მკვლელობის ფაქტს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებდა. გადაცემის მსვლელობისას კიმელმა ასევე გააკრიტიკა ნახევრად დაშვებული დროშები კირკის პატივსაცემად და დასცინა დონალდ ტრამპის რეაქციას მომხდარზე.
კიმელის კომენტარები გააკრიტიკა როგორც მაუწყებლობის ფედერალური კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ადგილობრივი სატელევიზიო არხების მფლობელებმა.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ABC-მ კიმელის ეთერიდან მოხსნის შესახებ განცხადება გაავრცელა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს „შესანიშნავი სიახლეა ამერიკისთვის“.
ჯიმი კიმელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუვრცელებია.