2 ოქტომბერს, H&M – გლობალური ბრენდი, რომელიც თანამედროვე სტილსა და მოდის უახლეს ტენდენციებს მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდის, თბილისის ისტორიულ ცენტრში, “გალერია თბილისის” სავაჭრო ცენტრში ბრუნდება. ბრენდის მასშტაბი და „გალერეა თბილისის“ სტრატეგიული მდებარეობა ერთმანეთს იდეალურად ერგება და მომხმარებელს გარანტირებული კომფორტით უზრუნველყოფს. სამ სართულზე განთავსებული 2,363 მ² ფართობის სივრცე სრულად განახლდა – მოდერნიზებული დიზაინითა და გაუმჯობესებული კონცეფციით. აღსანიშნავია, რომ H&M-ისთვის, რუსთველის გამზირზე მდებარე მაღაზიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ აქ დაიწყო ბრენდის მოგზაურობა საქართველოში 2017 წელს. დღეს ეს მომენტი H&M-ის მისწრაფების სიმბოლოა – შექმნას შთამაგონებელი გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი მოდის საშუალებით და ამავდროულად ისიამოვნოს კომფორტული და სასიამოვნო შოპინგის გამოცდილებით.
განახლებული მაღაზია მომხმარებლებს შესთავაზებს ქალების, კაცების, ბავშვებისა და ჩვილების მოდურ ტანსაცმელსა და აქსესუარებს. H&M-ის მიზანია, ქართველ მომხმარებლებს წარუდგინოს მრავალფეროვანი კოლექცია, სადაც ყველას, პირადი სტილის მიუხედავად, შეეძლება აღმოაჩინოს ნივთები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს მათ ინდივიდუალობას – იქნება ეს კლასიკური და მარადიული სტილი თუ მოდის ტენდენციების განმსაზღვრელი აქცენტები.
თბილისში მაღაზიის ხელახალი გახსნა H&M-ისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქალაქი არის ადგილი, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ხედვა ერწყმის ერთმანეთს და აჩენს შთაგონებას შემოქმედებისთვის. კულტურული მრავალფეროვნებითა და მარადიული სულისკვეთებით ცნობილი თბილისი ქმნის იმ ატმოსფეროსა და გარემოს სადაც მოდა ბუნებრივად ვითარდება. თბილისისთვისაც, როგორც ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრისთვის, ეს სიახლე მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო ამყარებს ქალაქის სტატუსსა და რეპუტაციას, როგორც ადგილს, სადაც საერთაშორისოდ მოთხოვნადი ბრენდები მასშტაბური სივრცეებით არიან წარმოდგენილნი.

განახლებული დიზაინითა და თანამედროვე ინტერიერით, მაღაზია მომხმარებლებს შთამაგონებელ და შეუფერხებელ შოპინგის გამოცდილებას ჰპირდება. “ჩვენთვის მართლაც გამორჩეულია საქართველოში მდებარე H&M-ის პირველი მაღაზიის განახლება და დიდი ხნის ნანატრი მოდერნიზაციის პროცესის დასრულება. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს კვლავ ვუმასპინძლებთ განახლებულ და ლამაზ სივრცეში, სადაც მათ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ” – ამბობს რიკარდო ვალენტე და კონსეიკაო, H&M-ის თურქეთის გაყიდვების ბაზრის, გაყიდვების მენეჯერი.
2 ოქტომბერს, ხელახლა გახსნის აღსანიშნავად, სტუმრებს ადგილზე სადღესასწაულო ატმოსფერო დახვდებათ – H&M-ის Pop-up კაფე, შემოდგომის შთაგონებით შექმნილი საჩუქრები და მრავალი სხვა სიურპრიზი. პირველ მომხმარებლებს კი საჩუქრად სპეციალური სავაჭრო ვაუჩერები გადაეცემათ.
H&M – საერთაშორისო მოდის ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მოდისა და ხარისხის მომხმრებლებისთვის საუკეთესო ფასად, მდგრადი გზით შეთავაზებით – საქართველოში პირველად 2017 წელს შემოვიდა და დღეს სამი მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის პირველი ქართული ლოკაციის მოდერნიზება ხაზს უსვამს H&M-ის მუდმივ ერთგულებას ქართველი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მოდის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების მიმართ.
დასკვნის სახით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ H&M-ის დაბრუნება „გალერეა თბილისის“ სავაჭრო ცენტრში, არა მხოლოდ მოდის საიხლეა, არამედ დედაქალაქის თანამედროვეცხოვრების რიტმის ნაწილი.