სიახლე შვედურმა კომპანიამ დღეს დილით გაავრცელა. H&M შეუერთდა ისეთ გლობალურ ბრენდებს, როგორებიცაა: Ikea, Sephora, Nike და რუსეთის საბოლოოდ დატოვება გადაწყვიტა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, ხელმისაწვდომი ტანისამოსის ცნობილმა კომპანიამ აგრესორ სახელმწიფოში გაყიდვები დროებით შეაჩერა, თუმცა როგორც ვკითხულობთ, 4 თვის შემდეგ, ვითარება იმდენად რთულია, რომ ბრენდი რუსეთში გაყიდვების აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს.

Reuters-ის ცნობით, H&M -ს რუსეთის საბოლოოდ დატოვება თითქმის 200 მილიონი დოლარი დაუჯდება. ბრენდი რუსეთში 6000 ადამიანს ასაქმებდა.