ჰოლანდიელმა დიზაინერებმა, ვიქტორ ჰორსტინგმა და როლფ სნოერენმა თავიანთ ახალ კოლექციას “კუტიურული რეივი” უწოდეს და პოდიუმზე ხმაურიან წვეულებებსა და გართობას მონატრებული, დილამდე საცეკვაოდ გამზადებული მოდელები გამოიყვანეს. კონცეპტუალური შემოქმედებით ცნობილმა დუეტმა ამ სეზონზე აქცენტი გადამუშავებულ ნაჭრებზე გააკეთეს და, როგორც თვითონ აღნიშნეს, “ახალგაზრდული სული” თანამედროვე მოთხოვნებს მოარგეს.
Viktor & Rolf – Haute Couture – გაზაფხული 2021
(c) Vogue
ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა, ჯორჯო არმანიმ ბრენდისთვის კარგად ნაცნობი სილუეტები და ჭრები კვლავ წარმოადგინა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ-კუტიურ კოლექციაში. “ჩვენ ახლა სახლებში ვზივართ და სოციალურ ცხოვრებას მოკლებულნი ვართ, თუმცა სილამაზეზე მოთხოვნა მარადიულია.” ამბობს არმანი, “ჩემი აზრით ახალი კოლექცია სწორედ ამაზეა.”
Armani Privé – Haute Couture- გაზაფხული 2021
(c) Vogue
აღმოჩნდა, რომ პანდემიის მიუხედავად კუტიურს მომხმარებელი კვლავ ყავს. ჯამპატისტა ვალის თქმით, მის გრანდიოზულ კაბებზე დიდი მოთხოვნაა ჩინეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. “კუტიური ყოველთვის შეგიძლია მოარგო მოთხოვნებს,” ამბობს დიზაინერი. კოლექცია ესპანური და ისლამური კულტურული მოტივების სინთეზითაა შთაგონებული.
Giambattista Valli – Haute Couture – გაზაფხული 2021
(c) Vogue