Harry & Meghan – ასე ჰქვია დაანონსებულ დოკუმენტურ სერიალს, რომელსაც მალე მაყურებელი Netflix-ზე იხილავს. გავრცელებულ ტრეილერში ჰარის და მეგანის რომანტიკულ ფოტოებს ვხედავთ. ვიდეო იწყება კითხვით – “რატომ გსურდათ ამ დოკუმენტური ნამუშევრის გადაღება?”. ტრეილერის მსვლელობისას, ასევე გვესმის ჰარის ინტერვიუს ფრაგმენტები – “არავინ იცის, რა ხდება დახურულ კარს მიღმა”, “ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რათა ჩემი ოჯახი დამეცვა.”
როგორც მეგან მარკლი ერთ-ერთ სცენაში აღნიშნავს, საზოგადოების ინტერესის ფონზე, რეალური ისტორიის უშუალოდ მისგან და ჰარისგან მოსმენა, მეტ მნიშვნელობას და აზრს იძენს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური სერიალის შექმნისას, სტრიმინგ სერვისმა Archewell Productions-თან ითანამშრომლა, რომლის დამფუძნებლებიც სწორედ მეგანი და ჰარი არიან.
რაც შეეხება სერიალის გამოსვლის დროს, Netflix-ს სერიალის პრემიერის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.