ჰარი სტაილსმა Pleasing-ის ახალი ხაზი გამოუშვა. Pleasing Yourself – ასე ჰქვია სერიას, რომელიც სექს-სათამაშოებს აერთიანებს. კოლექცია მოიცავს ვიბრატორებსა და სილიკონის ლუბრიკანტებს. ხაზი სექსოლოგ ზოი ლიგონთან თანამშრომლობით შეიქმნა. კამპანიას თან ახლავს სლოგანი – Please Yourself Like You Mean It და ვიდეო, რომელშიც სტაილსი თავად წარმოთქვამს ამ სიტყვებს.

ბრენდის ამ დებიუტს თან სდევს თანამშრომლობა ორგანიზაცია Planned Parenthood Federation of America-სთან, რომლის მიზანიც სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პარტნიორობა მოიცავს სექს-განათლების ვიდეოების სერიას და პროდუქტის ინსტრუქციებს ზოი ლიგონის მონაწილეობით. კამპანიის ფარგლებში Pleasing ასევე წარადგენს პრეზერვატივების ლიმიტირებულ კოლექციას წარწერით I’m for Planned Parenthood.

Pleasing Yourself-ის კოლექციის გაყიდვები Pleasing.com-ზე 2025 წლის 25 ივლისს დაიწყო.