2 აპრილს ჟურნალმა GQ-მ ახალი ნომერი გაავრცელა, რომლის მთავარი გმირი სერიალ Euphoria-ს ვარსკვლავი ჰანტერ შაფერია. ინტერვიუში ჰანტერმა კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ გულახდილად ისაუბრა. მსახიობმა GQ-სთან გაამხილა, რომ ის და ესპანელი მომღერალი როსალია ერთმანეთს ხვდებოდნენ. ვარსკვლავის თქმით, მათი ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო და ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ჰანტერს და როსალიას პაპარაცები ერთად ხშირად აფიქსირებდნენ. ვარსკვლავები ერთად ასევე ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა საჯარო ღინისძიებაზე. მიუხედავად ამისა, მათი პირადი ურთიერთობის შესახებ ხმები დაუდასტურებელი იყო და მხოლოდ სოციალურ მედიაში განხილულ თეორიად რჩებოდა. ჰანტერ შაფერმა ინტერვიუში ასევე განმარტა, რომ დაშორების შემდეგ მან და როსალიამ ახლო მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.