Flormar ხელმისაწვდომი კოსმეტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან იწყება. ამ დროის განმავლობაში, ბრენდმა მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა. დღესდღეისობით, მსოფლიოს გარშემო 80-ზე მეტ ქვეყანაში და 60,000-ზე მეტი მაღაზიით, Flormar თურქეთის N1 კოსმეტიკურ ბრენდად არის პოზიციონირებული. ცოტა ხნის წინ, Flormar -მა ახალი სარეკლამო კამპანია გაავრცელა, რომელიც Volume Up ტუშს წარმოგვიდგენს.

Volume Up ტუშზე მუშაობისას ბრენდში ორი რამ დაისახეს მიზნად – პროდუქტი უნდა იყოს ეფექტური და კომფორტული. ამგვარად, Flormar -ის მოცულობის ტუში 70% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, შეიცავს ვიტამინ E-ს დატენიანებისთვის, ზრდის წამწამების მოცულობას სიმძიმის შეგრძნების გარეშე, რათა მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ფენის დატანის შემდეგაც – კომფორტული სატარებელი იყოს.

კამპანიის სახე და ბრენდის გლობალური ამბასადორია თურქი მსახიობი – ჰანდე ერჩელი. ჰანდე ერჩელის კარიერა და გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ თურქეთით, გამორჩეული სილამაზითა და სტილით, მსახიობმა საერთაშორისო აუდიტორიის მოხიბვლა შეძლო, იგი პოპულარულია საქართველოშიც. ახალი კამპანია ავთენტურობით გამოირჩევა, გამომდინარე იქიდან, რომ ჰანდე იდეალურად ერგება Flormar-ის ესთეტიკასა და იდენტობას, რომელიც ძლიერ არის შთაგონებული ხმელთაშუაზღვისპირეთის ფერთა პალიტრითა და თბილი ტონალობებით.

როცა საუბარია Flormar-ზე, პირველი სწორედ ფართო ფერთა პალიტრა გვახსენდება. სლოგანით „Happiness Is Your Color“ (ბედნიერება არის შენი ფერი) Flormar-ის მრავალფეროვანი პროდუქტები ყველა ქალს აძლევს შესაძლებლობას იპოვოს საკუთარი კანის ტონისთვის იდეალური შეფერილობა, შექმნას ინდივიდუალური, კრეატიული მაკიაჟი და ამგვარად აიმაღლოს ყოველდღიური განწყობა და თავდაჯერებულობა.

Flormar -ის პროდუქცია ოფიციალურად არის წარმოდგენილი საქართველოშიც. Volume Up ტუშის შეძენა შეგიძლიათ, როგორც Glovo-ზე და Wolt-ზე, ისე ფიზიკურად – Flormar-ის ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს: თბილისი მოლში, ისთ ფოინთში, სითი მოლში საბურთალოსა და გლდანში. ბრენდს საქართველოში ოპერირებას უწევს Cenomi Retail Georgia – კომპანია, რომელიც დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით 19 საერთაშორისო ბრენდს წარმატებით წარადგენს.