გუჩის სამოსში ჰარი სტაილსის ყოველი გამოჩენა ინტერნეტს ვირუსულად ედება. ბრენდისა და ბრიტანელი შემსრულებლის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. აღსანიშნავია სტაილსის ჩართულობა ალესანდრო მიკელეს GucciFest-ის ფილმებში, რომლებიც გასულ ნოემბერს გავრცელდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარი ბრენდის 100 წლის იუბილესათვის მიძღვნილ კამპანიაშიც გამოჩნდება, სახელწოდებით – #GucciBeloved, რომელიც სრულად ჩანთებზე კონცენტრირდება, განსაკუთრებით კი, ბრენდის კლასიკად ქცეულ მოდელებზე, როგორებიცაა: GG Marmont, Dionysus, Horsebit 1955 და Jackie 1961.

Elle-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კამპანიაში ვიხილავთ ბრენდის სხვა სახეებსაც: სიენა მილერს, დაკოტა ჯონსონს, დიან კიტონს, აკვაფინას, სერენა უილიამსსა და ჯეიმს კორდენს. ფოტოების ავტორი ჰარმონი კორინი იქნება, გუჩის დიდი ხნის კოლაბორატი.