ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზირების მიუხედავად, ქერინგის ყველაზე დიდი და შემოსავლიანი კომპანიის, გუჩის გაყიდვები 2020 წლის მე-4 კვარტალში 10%-ით დაეცა. ისევე, როგორც სხვა მოდის სახლები, გუჩიც ცდილობს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას, თუმცა ახლანდელი ტემპი ბევრად უფრო ნელია, ვიდრე 2020 წლის ზაფხულში.
რაც შეეხება Kering-ის სხვა სახლებს, აქაც ვხედავთ ნეგატიურ დინამიკას პროგნოზებთან და წინა კვარტალთან შედარებით; სან ლორანის გაყიდვები მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა, ბალენსიაგა და ალექსანდრ მაკქუინი – 2-2 %-ით, ხოლო ბოთეგა ვენეტა – 16%-ით. ზაფხულში ბალენსიაგას და ალექსანდრ მაკქუინის ზრდა 12%-იან ნიშნულზე იყო.