ოფიციალური ანგარიშის მიხედვით Gucci-ის გაყიდვები 25 პროცენტით შემცირდა. ამ მოცემულობით იტალიური ბრენდი კვლავ ცდილობს, გამოსავალი ნახოს რთულ და მერყევ გარემოში, რომელიც მოდის და ძვირადღირებული პროდუქციის პროდუქციის ბაზარზეა. აღსანიშნავია, რომ Gucci-ს გაყიდვები გასული წლის იმავე პერიოდში 18 პროცენტით იყო შემცირებული. ბრენდის მფლობელმა კონგლომერატმა Kering-მა განაცხადა, რომ საერთო გაყიდვები 14 პროცენტით დაეცა, რადგან შემცირებული მოთხოვნის ფონზე Saint Laurent-სა და Balenciaga-ის პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელიც შემცირებულია. 

Kering-ის მთავარმა კონკურენტმა, LVMH-მაც აღიარა გაყიდვების კლების ტენდენცია  – წლის დასაწყისში მისი საერთო გაყიდვები 5 პროცენტით იყო შემცირებული.

13 მარტს დემნა გვასალია Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელად დასახელდა. Gucci კომპანიის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე შემოსავლიანი მოდის სახლია. შესაბამისად ეს დემნასთვის ერთგვარი დაწინაურებაა. ეს გადაწყვეტილება მოდის ინდუსტრიისთვის ერთგვარი შოკიც აღმოჩნდა და დიდი მღელვარების გამომწვევიც. ახლა მთელი ყურადღება იმაზეა მიმართული, როგორ მოახერხებს დემნა იტალიური მოდის სახლისთვის ახალი ენერგიის მიცემას და გაყიდვების კრიზისიდან გამოყვანას. 

Tags :