HBO Max-ზე Gossip Girl-ის ახალი ნაწილი მეორე სეზონით ბრუნდება. ახლახანს, სტრიმინგ სერვისმა სატელევიზიო შოუს ახალი ეპიზოდების მოახლოებული პრემიერა თიზერით დააანონსა. გავრცელებულ თიზერში მაყურებელმა ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა – სერიალში ძველი Gossip Girl-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჯორჯინა სპარკსი ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს წინ ინტრიგებით სავსე სიუჟეტი ელოდება.
აღსანიშნავია, რომ Gossip Girl-ის გაგრძელება HBO-სათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტად განიხილებოდა, თუმცა შოუმ ინტერნეტში იმაზე ნაკლები ხმაური გამოიწვია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ჯორჯინა სპარკსის სახით, ნოსტალგიური გმირის გამოჩენა კი შესაძლოა, სერიალის რეიტინგზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახოს.