Warner Bros „ჰარი პოტერის“ სერიულ ვერსიას გადაიღებს. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა. ამჯერად კი უკვე სხვა მრავალი გავლენიანი მედიაგამოცემები იუწყებიან, რომ პროექტის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და მაყურებელი სერიალს HBO Max-ზე იხილავს.

პროექტი ჯოან როულინგის რომანის სერიული ეკრანიზაციაა და ფილმებში ნანახ ისტორიას უფრო ვრცელი ინტერპრეტაციით წარმოადგენს. როგორც მედია პლატფორმა Variety წერს, HBO Max-ის წარმომადგენელი ამჟამად კომენტარზე უარს აცხადებს. Bloomberg-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ პროექტის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში  ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოები გავრცელდა, რომლებშიც Balenciaga-ს ესთეტიკით წარმოდგენილ „ჰარი პოტერის“ პერსონაჟებს ვხედავთ. ვიდეოების ავტორებმა ე.წ Deepfake ტექნოლოგიით ცნობილი გმირების იმიჯი ორიგინალური ფორმით შეცვალეს. Harry Potter by Balenciaga ასე ჰქვია ვიდეოების სერიას და მათ მოდის სახლის სარეკლამო კამპანიის სახე აქვს.