მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნებისმიერი ბრენდის შეძენა შეგვიძლია ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, მოდის მოყვარული მომხმარებლებისთვის ფიზიკურ სივრცეებში შოპინგი მაინც განსაკუთრებულ გამოცდილებასთან ასოცირდება. როდესაც ვიცით, რომ საყვარელი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ მაღაზიებს შეგვიძლია საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში ვესტუმროთ, ეს არამხოლოდ კომფორტი, არამედ ხარისხისა და სანდოობის გარანტიაც არის. სწორედ ამ იდეით ოპერირებს კომპანია Aurelio, რომელიც უკვე წლებია ზრუნავს ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ბრენდების შემოყვანასა და განვითარებაზე.
Aurelio-ს პორტფელი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში თანამედროვე სტილთან და ხარისხთან ასოცირდება. კომპანიის მიზანია, ქართველ მომხმარებელს მისცეს საშუალება, მიიღოს ის გამოცდილება, რასაც ევროპასა თუ სხვა ქვეყნებში სტუმრობისას ეძებს: უახლესი კოლექციები, ოფიციალური მაღაზიების სერვისის სტანდარტი და ბრენდების ავთენტური იდენტობა. Aurelio-მ საქართველოში უკვე შემოიტანა ისეთი ბრენდები, როგორებიც არის: DKNY, Wolford, PINKO, ამიერიდან კი ქართველ მომხმარებელს ცნობილი იტალიური ბრენდის, Twinset-ის უახლესი კოლექციების შეძენაც შეეძლება. Twinset-ის მაღაზია 1-ელ ოქტომბერს, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის” მეორე სართულზე გაიხსნა.

Twinset 1990-იან წლებში დაარსდა და მალევე გაითქვა სახელი თავისი ავთენტური სტილით. ბრენდის იდეა თავდაპირველად ნაქსოვი მატერიებით შექმნილი სამოსის წარმოებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა დროთა განმავლობაში ქალის მოდის სრულფასოვან ბრენდად იქცა. დღეს Twinset-ს უკვე განსაზღვრული ადგილი უკავია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მიმართულებით და წარმოდგენილია როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის გამოირჩევა ფემინურობით, ელეგანტურობითა და იმგვარი დიზაინით, რომელიც ყოველდღიურ სტილში მარტივად ინტეგრირდება. ბრენდის სელექცია მრავალფეროვანია, მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩანთები, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავისგან მზადდება.

Twinset-ის გლობალური პოპულარობის მიზეზი ბრენდის მიდგომაა – ის თანამედროვე ცხოვრების სტილს ელეგანტურ დიზაინთან ჰარმონიულად აერთიანებს, რაც განსაზღვრავს სამოსის კომფორტულობას და მომხმარებელს ე.წ. Old Money ესთეტიკას სთავაზობს. გარდა ამისა, Twinset-ის კოლექცია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ლუქების შერჩევა ნებისმიერ გარემოებისთვის არის შესაძლებელი, იქნება ეს საქმიანი შეხვედრა, თუ საღამოს წვეულება.

Aurelio-ს პორტფოლიოში Twinset კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც აგრძელებს კომპანიის სტრატეგიას: ქართველ მომხმარებლებს წარუდგინოს ის ბრენდები, რომლებიც დროს უძლებენ და მუდამ ინარჩუნებენ აქტუალურობას.
გარდა ფიზიკური სივრცეებისა, დასახელებული ბრენდების შეძენა Aurelio-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც – Aurelio-ge-ზე არის შესაძლებელი.
Aurelio-ს შესახებ მეტი დეტალისა და სიახლეებისათვის ესტუმრეთ კომპანიის სოციალურ ქსელებს:




