შავი პარასკევი შოპინგის მოყვარულთათვის განსაკუთრებული ფენომენია. ეს ის დროა, როცა წელიწადში ერთხელ შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი საყვარელი ბრენდების პროდუქცია განსაკუთრებულ ფასად შევიძინოთ. შავი პარასკევის ფასდაკლებები არა მხოლოდ თანხის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს, არამედ ჩვენს საყვარელ ბრენდებზე ხელმისაწვდომობასაც ზრდის.
ტრადიციული შავი პარასკევის კონცეფციას „თბილისი აუთლეტ ვილიჯი” კიდევ უფრო კომფორტულ და გრძელვადიან გამოცდილებად აქცევს – აქ შავი პარასკევის ნაცვლად შავი კვირეული გელოდებათ. Black Week – 22 ნოემბერს დაიწყება და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ფორმით თბილისი აუთლეტ ვილიჯი ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, უამრავი ცნობილი და მათთვის საყვარელი ბრენდის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თუ აქსესუარები 70%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის” გახსნის შემდეგ, მუდმივად ემატება ახალი ბრენდები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საქართველოში პირველად, ექსკლუზიურად სწორედ ამ სივრცეში გამოჩნდა: BIMBA Y LOLA, ADOLFO DOMINGUEZ და FUNKY BUDDHA. დეკემბრის ბოლოსთვის აუთლეტ ვილიჯში კიდევ რამდენიმე პრემიუმ კატეგორიის ბრენდის გახსნაა დაგეგმილი.
ამ მომენტისთვის „თბილისი აუთლეტ ვილიჯის” სივრცეში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა: BIMBA Y LOLA, FUNKY BUDDHA, GEOX, ECCO, PINKO, ADOLFO DOMINGUEZ, DKNY, VA BENE, SAMSONITE, GIORDANO, LEE, WRANGLER, POLLINI, SHOES PLAZA, SISLEY, BENETTON, SANI, REGALIA, LUTECIA, TEAMANIA, ALFAPARF MILANO, REMEMBER, ADIDAS, PUMA, NIKE.


აუთლეტ ვილიჯი თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე მდებარეობს და რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების აუთლეტ სივრცეა. ეს ახალი სივრცე ვიზიტორებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს და მნიშვნელოვნად ცვლის შოპინგის კულტურას საქართველოში.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯის” კონცეფცია გამოირჩევა თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებით. პროექტზე ესპანურმა არქიტექტურულმა ბიურომ L35 იმუშავა, ხოლო დეველოპმენტი საქართველოში წამყვანმა კომპანია „დომუსმა” განახორციელა. არქიტექტურა აერთიანებს ძველი თბილისის მოტივებსა და თანამედროვე ურბანულ ესთეტიკას, რაც ვიზიტორებს სახასიათო ატმოსფეროს სთავაზობს.
ინფრასტრუქტურა და სერვისები ის დეტალია, რომელიც შოპინგს არა მხოლოდ სამომხმარებლო დატვირთვას სძენს, არამედ მას თანამედროვე ცხოვრების წესის ნაწილად აქცევს.




