სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ბერნარ არნოს კომპანია, “L Catterton“ იტალიური ბრენდის, ეტროს ყიდვას აპირებს. მათი თქმით, ეტროში პარტნიორობას სერიოზულად განიხილავენ და ახლო მომავალში, შეთანხმება შედგება. ბრენდის წარმომადგენლებმა გავრცელებულ ხმებზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განაცხადეს, რომ “Etro ფოკუსირებულია ბრენდისთვის პოზიტიური გარემოს შექმნაზე და მის ზრდაზე,” ასევე აღნიშნეს, რომ მოიაზრებენ სხვა კომპანიებთან პარტნიორობასაც.
ეტრო 1968 წელს გიმო ეტრომ დააარსა, როგორც ტექსტილის კომპანია, ბრენდის მმართველობა დღემდე ოჯახს ეკუთვნის.