დღესდღეობით, მოდის სახლები მხოლოდ ტანისამოსის, აქსესუარების ან თუნდაც პარფიუმერიის წარმოებასთან აღარ ასოცირდებიან. ცნობილი ბრენდები უშვებენ სახლის დეკორისათვის განკუთვნილ ნივთებს, ლიმიტირებულ წიგნებს და როგორც აღმოჩნდა – ტკბილეულსაც. ახლახანს, Dolce&Gabbana-მ შოკოლადის მწარმოებელ იტალიურ კომპანია Baci Perugina-სთან ითანამშრომლა და კაკაოს ხელნაკეთი კანფეტების კოლექცია გამოუშვა.

როგორც მოდის სახლის ოფიციალურ ინსტაგრამზე ვკითხულობთ, ვანილის არომატით გაჯერებული შოკოლადის კოლექცია ლიმიტირებულია და თითოეულ შეფუთვას შემქმნელი ბრენდებისაგან სპეციალური წარწერა მოყვება.