დღეს ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობენ. “Dolce & Gabbana მუშაობს უფრო მდგრადი მომავლის შექმნაზე, სადაც ბუნებრივი ბეწვის ადგილი არ არის,” – ვკითხულობთ ახალ განცხადებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, იტალიური ბრენდი გეგმავს, რომ მაღალი ხარისხის და ნატურალურთან იდენტურად მსგავსი ხელოვნური ბეწვი შექმნას.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებულმა პროტესტმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო. გასულ ათწლეულში, ნატურალურ ბეწვზე უარი თქვეს შემდეგმა ბრენდებმა: ვერსაჩე, ვალენტინო, ბალენსიაგა, გუჩი, სენ ლორანი, ბარბერი და შანელი.
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, საზოგადოების შეხედულებების ცვლილებაც თავისთავად მოქმედებს საერთაშორისო ბრენდების გადაწყვეტილების მიღებაზე.