დავით კომახიძემ ახალი 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია გაავრცელა. შთაგონება მეცნიერული განვითარებაა, კერძოდ მასიური ვაქცინაცია და Perseverance Mars Rover-ის მისია. ასევე, ქართველ დიზაინერზე იმოქმედა სიახლემ პიერ კარდენის გარდაცვალების შესახებ, შედეგად კოლექცია რეტროფუტურისტული სტილის გამოვიდა, ლეგენდარული დიზაინერის 1960-იანი წლების შემოქმედებით შთაგონებული. კოლექციაში დიზაინერისთვის ხელწერად ქცეული გამოყვანილი სილუეტები გრაფიკულ ჭრებთანაა შეხამებული. ნოსტალგია ფუტურისტული იდეოლოგიის მიმართ, რომელიც 1960-იან წლებში ჩამოყალიბდა ახლა ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. აღსანიშნია ისიც, რომ კამპანიის ერთ-ერთი სახე ქართველი მოდელი, ეთო მიგრიაულია.