სწორად შერჩეული საჩუქარი იმ ბედნიერი მომენტის ანარეკლი ხდება, რომელიც მივანიჭეთ მას, ვინც განსაკუთრებით გვიყვარს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, გარშემო სადღესასწაულო განწყობა სუფევს. წელიწადის ყველაზე გასაოცარი პერიოდის დადგომასთან ერთად, მზადებაც აქტიურად იწყება. ამ დროს უამრავი ადამიანი იწყებს დაუვიწყარი მომენტების შექმნაზე ზრუნვას, რაშიც ახლობელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება უდიდეს როლს თამაშობს.

მაჯის საათი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საჩუქარია, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში. საათი გარდა ფუნქციური დატვირთვისა, პერსონალური სტილის განუყოფელი ნაწილიცაა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა. მათთვის, ვინც უპირატესობას საათების დახვეწილ და მინიმალისტურ დიზაინს ანიჭებს, Daniel Wellington შესაძლოა იყოს ბრენდი, რომელიც ის მნიშვნელოვანი საჩუქარი გახდება, რომელსაც ახლა ასე გულმოდგინედ არჩევთ.
საქართველოში Daniel Wellington ექსკლუზიურად სამკაულებისა და საათების მაღაზიათა ქსელ TI’ME-ში არის წარმოდგენილი, სადაც ამჟამად პირველ შენაძენზე 15%-იანი, მეორეზე 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო რჩეულ მოდელებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, რაც განსაკუთრებით კარგი სიახლეა მათთვის, ვისაც ერთზე მეტი საჩუქრის შერჩევა სურს.


Daniel Wellington შვედური ბრენდია, რომლის შექმნაც ფილიპ ტისანდერს 2011 წელს უზადო და უცხო სტილის მქონე ბრიტანელმა ჯენტლმენმა შთააგონა, რომელიც თავის ვინტაჟურ საათებს გაცვეთილ NATO-ს სამაჯურებს არგებდა. მოგზაურობისას შემთხვევითი შეხვედრით ინსპირირებულმა ფილიპმა საათების საკუთარ ხაზს, რომელიც კლასიკურ, პრაქტიკულ და ნატიფ ნამუშევრებს მოიცავდა, სწორედ აღნიშნული პიროვნების სახელი – დენიელ ველინგტონი დაარქვა.
Daniel Wellington-ის საათები ნებისმიერ სიტუაციას ერგება. შემოთავაზებული ფართო ასორტიმენტი მომხმარებლს საშუალებას აძლევს შეარჩიოს დიზაინი, რომელიც შეესაბამება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოებებს; სადღესასწაულო ღონისძიებებს თუ სპორტულ აქტივობებს; განსაკუთრებულ შემთხვევებს თუ ყოველდღიურობას.


TI’ME-ში შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ მოდელები, რომლებიც სრულყოფს იმ ქალისა თუ მამაკაცის სტილს, ვინც უპირატესობას სადა და რაფინირებულ სტილს ანიჭებს. მოკრძალებული ჩაცმულობისთვის, ყველაზე შესაფერისი Daniel Wellington-ის ტყავის სამაჯურიანი საათები იქნება. ბადისებრი სამაჯურის მქონე საათები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც საკუთარი სტილის ხაზგასმა სურს. ასეთი შესაძლოა იყოს მწვანე ციფერბლატის მქონე ოქროსფერი “Quadro Pressed Evergold” ან ვერცხლისფერი “Petite Sterling,” რომლის კლასიკური დიზაინიც თანამედროვე ელემენტებს აერთიანებს. სადღესასწაულო განწყობას კი კრისტალებით დამშვენებული მოდელები კიდევ უფრო ამაღლებულს გახდის.

Daniel Wellington-ის კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ როგორც TI’ME-ის ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიაში. TI’ME-ის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ მაღაზიის ფეისბუქ და ინსტაგრამ პროფილებს ან ოფიციალურ ვებგვერდს.